ინტენსიური ფასის კლება კვირის დასასრულისთვის ოდნავ შეჩერდა, უქმეებისთვის მოსალოდნელია დაბალი ბაზრის აქტიურობა. წყვილები აგრძელებენ ძირითადი მხარდაჭერებთან კონსოლიდაცია.
BTC/USD
BTC გუშინდელი ფასის კლებას, დღიური 4132.60 USD-ის მინიმუმისკენ, გვერდული დიაპაზონის კონსოლიდაციის გაფართოება შეიძლება ვუწოდოთ. ვაჭრობის მოცულობა ძალიან მცირეა და მინიმუმიდან აღდგენის მომენტში წყვილმა ვერ შეძლო 4400.00 USD-ის წინააღმდეგობის შემოწმება. ვვარაუდობთ, რომ უქმეებზე ბაზრის აქტიურობა ისევ სუსტი იქნება და Bitcoin-ი შერჩეულ შევიწროვებად იასამნისფერ დიაპაზონში გააგრძელებს კონსოლიდაციას.
XRP/USD
იასამნისფერი სამკუთხედის ქვედა საზღვრის გარღვევა 0.400 USD-ის მხარდაჭერის დონეზე შეჩერდა. გუშინ RIpple შაბათ-კვირის სავარაუდო კონსოლიდაციის საზღვრებს ირჩევდა. ქვემოდან წყვილი 0.390 USD დონეს დაეყრდნო, ხოლო ზემოთ 0.420-მდე აწვდომისთვის ძალა არ ეყო. სავარაუდოა, რომ მომდევნო სავაჭრო კვირის დასაწყისამდე, ის ზუსტად ამ დიაპაზონში გაატარებს დროს.
ETH/USD
Ethereum-ი გუშინ, 116.18 USD წერტილში, წლიური მინიმუმის განახლების შემდეგ, 120.00 USD მხარდაჭერასთან ცდილობდა კონსოლიდაციას. ETH-ის მცდელობა, აღდგენილიყო საშუალო ფასების დონეზე, დაუნ-ტრენდის იასამნისფერმა ხაზმა შეაფერხა. როგორც ჩანს, უქმეებზე ვაჭრობის დაბალი მოცულობა შენარჩუნდება და მიმდინარე კვირის დასრულებამდე ეთერეუმის ფასი დაახლოებით ასოცდოლარიან დონესთან შეჩერდება.
*ყველა ფასის მოცემულობა მოყვანილია ბირჟა BitStamp-ის მიხედვით
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, ETH/USD, XRP/USD ანალიზი 14.11.2018-სთვის
ბაზრის საერთო განწყობა მომდევნო მხარდაჭერის დონესთან ეტაპობრივი ფასების კლებით გამოიხატება. მათი გარღვევა, წლის მინიმუმების განახლების მიზეზი შეიძლება გახდეს.
კომპანია Fundstrat-ის ექსპერტებმა იციან, როდის დადგება გაყიდვის დრო
ორშაბათს ბიტკოინმა არც თუ ცუდი აღდგენის დემონსტრირება მოახდინა და სტატიის დაწერის მომენტში 3591 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. მონეტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზრის აღდგენის ფონზე, რომელიც უმეტესად ტექნიკური და სპეკულატიური ფაქტორებით იყო გამოწვეული, დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.