2019 წლის დასაწყისში Bakkt-ი ბიტკოინ-ფიუჩერსის მეშვეობით ბაზარს ააფეთქებს

2019 წლის დასაწყისში Bakkt-ი ბიტკოინ-ფიუჩერსის მეშვეობით ბაზარს ააფეთქებს

პრობლემების მიუხედავად, რომელიც Bitcoin-ს ფიუჩერსულ ბაზარზე თანდაყვება, მარეგულირებელი მზად არის Bakkt's Bitcoin-ის კონტრაქტი დაამტკიცოს.

Bakkt-ის პირველი პროდუქტი, ფიუჩერსული კონტრაქტი, რომელიც მთლიანად კრიპტოვალუტით ანაზღაურდება, სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიაში (CFTC) განხილვის სტადიაშია და მისი გაშვება 2019 წლის დასაწყისში არის დაგეგმილი. Wall Street Journal-ი თავის ანგარიშში გვანიშნებს, რომ მარეგულირებლები ფიუჩერსის აღიარებას აპირებს, ხოლო Intercontinental Exchange (ICE) ამ პროცესს აკონტროლებს.

ამ კონტრაქტის გაშვება 12 დეკემბერს იყო დაანონსებული, მაგრამ მარეგულირებლის მხრიდან გაჩენილი კითხვების გამო გადაიდო. Bakkt Bitcoin-ის ახალი ფიუჩერსული კონტრაქტის გაშვება, ახლა უკვე 24 იანვარს არის დაგეგმილი და გაგრძელებული მოსამზადებელი პერიოდის გამო, ხელშეკრულებების გაფორმება ვაჭრობის პირველივე დღიდან იქნება შესაძლებელი.

კონტრაქტი, რომელსაც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მესაკუთრემ მოაწერა ხელი, მსხვილ მოთამაშეებზე არის გათვლილი, რომლებსაც კრიპტოვალუტური ბირჟებისადმი წვდომა არ ქონდათ, რადგან მათთვის ეს რისკს წარმოადგენდა. ახალი პროდუქტი მათ ბიტკოინის  უოლ-სტრიტზე გამოყენების საშუალებას მისცემს, როგორც აქციებისა და ობლიგაციების პოპულარული ალტერნატივის. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ბაზარი ვაჭრობის უდიდეს მოცულობას დააგენერირებს.

დღევანდელ ბაზარზე Bakkt-ის მსგავსი კონტრაქტი CME და CBOE-ც აქვთ, რომელთა აღრიცხვა აშშ დოლარში ხდება, მაგრამ Bakkt-ის კონტრაქტი მთლიანად კრიპტოვალუტაზე არის დაყრდნობილი. ამიტომ, ექსპერტები თვლიან, რომ Bakkt Bitcoin კონტრაქტის ბაზარზე გაშვება - ბაზრისთვის გარდატეხვის მომენტი იქნება.  ინვესტორებისთვის ბიტკოინის ფიუჩერსული კონტრაქტის მეშვეობით ფიზიკურად გადაცემის შესაძლებლობა უოლ-სტრიტიდან ინვესტორებს მოიზიდავს. გარდა ამისა, კონტრაქტი სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს კრიპტოვალუტის კოტირებაზე. ინსტიტუციონალური ინვესტორები ნორმატიული მოთხოვნების შესაბამის გარემოში ბიტკოინის ყიდვას და გაყიდვას ადვილად შეძლებენ. კომპანია დარწმუნებულია, რომ Bakkt-ის ფიუჩერსული კონტრაქტები ბიტკოინის ლიკვიდურობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს.

ცნობილი კრიპტოენთუზიასტი ალექს კრიუგერის მოსაზრებით, ბიტკოინის კოტირება Bakkt-ის ფიუჩერსული კონტრაქტის გაშვებასთან ერთად გაიზრდება, ხოლო, თუ ფიუჩერსი არ აღიარეს, ფასი დაეცემა. Bakkt-ის გაშვებასთან ერთად, ბევრს დათვური ბაზრის დასრულების იმედი აქვს.

ასევე წაიკითხეთ

18442018-10-22

სახლი მანჰეტენზე ბიტკოინის სანაცვლოდ

მანჰეტენის 40 Riverside Drive პრესტიჟული მისამართის შესაძენად სულ რაღაც 2500 ბიტკოინი დაგჭირდებათ. მე-19 საუკუნის სახლი 5 წელში რეკონსტრუირდა და კრიპტოვალუტის სანაცვლოდ, უძრავი ქონების აუქციონზეა გამოტანილი.

Bitcoin
21012018-10-22

ველოსიპედების გაქირავება კრიპტოვალუტური მიკროგადახდების სისტემით LN

ხელის მარტივი მოძრაობა ჩვეულებრივ 28-დუიმიან სიჩქარეებიანი ველოსიპედს, YOSE Power-ის (Ebay) კონვერსიულ ელექტრონულ ველოსიპედად აქცევს, რომლის გამოყენებაც Lightning Network-ის ქსელში ტრანზაქციების შესრულების შემდეგ შეიძლება.

Bitcoin

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან Bitcoin

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

53982018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
35762018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
28162018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
27952018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
25672018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain