ტიმოშენკო კორუფციას ბლოკჩეინის დახმარებით შეებრძოლება

ტიმოშენკო კორუფციას ბლოკჩეინის დახმარებით შეებრძოლება

რამოდენიმე ხნის წინ, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს, რომელიც ამ მომენტში 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას ატარებს, Facebook პოსტის ინფორმაციის თანახმად, ის კორუფციასთან ბრძოლას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით გეგმავს.

ტიმოშენკომ ეს პოსტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაუკავშირა და განაცხადა, რომ უკრაინა „ტოტალურ კორუფციაში არის ჩაფლული“. შემდეგ მან განმარტა, რომ მისი გაერთიანება „ბატკოვშინა“ ქრთამის აღების წინააღმდეგ ბრძოლას ცდილობს.

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბლოკჩეინს სახელმწიფო მართვის ეფექტური ინსტრუმენტი უწოდა. ტიმოშენკოს თქმით, კორუფციის დასამარცხებლად, ყველა სახელმწიფო რეესტრი ბლოკჩეინზე უნდა ინახებოდეს. კიევში გამართულ ფორუმზე გამოსვლისას, ტიმოშენკომ ბლოკჩეინს კორუფციის მოსასპობად იდეალური ტექნოლოგია უწოდა:

ბლოკჩეინი იდეალური ანტიკორუფციული ტექნოლოგიაა, რომელმაც საერთაშორისო არენაზე თავისი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. კორუფციის აღმოსაფხვრელად და ჩვენი მოქალაქეების პირადი ინფორმაციის დასაცავად, ჩვენ ადმინისტრირების ყველა სისტემა ბლოკჩეინზე უნდა გადავიტანოთ.

Cointelegraph-ის ინფორმაციის თანახმად, უკრაინის საარჩევნო კომისიამ ხმის მიცემის საპილოტო ექსპერიმენტი NEM ბლოკჩეინის 28 ნოდზე ჩაატარა. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელმწიფო რეესტრის თავმჯდომარემ ალექსანდრ სტელმახმა განაცხადა, რომ ისინი „არჩევნების პროცესში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით ექსპერიმენტებს აგრძელებენ“.

გარდა ამისა, უკრაინა საკუთარი კრიპტოვალუტის  е-გრივნის შექმნას გეგმავს, რომელიც ბლოკჩეინზე იმუშავებს და გრივნით იქნება გამაგრებული. სახელმწიფო ცენტრალიზირებული ტოკენის შექმნის მომხრეები თვლიან, რომ მას უნაღდო გადახდების სიჩქარის გაზრდა და ფასის შემცირება შეუძლია.

ასევე წაიკითხეთ

14382018-11-30

ენერგეტიკულმა გიგანტებმა ნავთობით ვაჭრობისთვის ​ ბლოკჩეინ-პლატფორმა ​გაუშვეს

VAKT პლატფორმა წარმოადგენს გარიგების შემდეგი პროცესებით მართვის სისტემას, ყიდვა-გაყიდვის პროცედურის შეთანხმების უზრუნველყოფითა და ნედლეულის მიწოდების მონიტორინგს. პლატფორმის მიზანია, საიმედო ბლოკჩეინის ეკოსისტემის შექმნის გზით, მსოფლიო სავაჭრო ინდუსტრიის ციფრული ფორმირება.

Blockchain
27602018-12-06

SWIFT-ი ბლოკჩეინზე ახალ სისტემას ტესტავს

ბლოკჩეინზე ბანკთაშორისი ფინანსური სისტემა SWIFT-ის ახალი საპილოტე ვერსია ამოქმედდა. ის მოძველებული სისტემების ხარვეზების და შეცდომების გამო გადახდებში არსებული შეფერხებების აღმოფხვრისათვის არის გამიზნული.

გადახდის სისტემები, Blockchain

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან Blockchain

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

53962018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
35752018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
28152018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
27942018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
25672018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain