Reddit-ის მომხმარებელმა - „nstran541“-მა განაცხადა, რომ აპლიკაცია WinMiner დახმარებით 4 დღის მანძილზე კრიპტოვალუტის გამომუშავების გზით მისმა შემოსავალმა $1.07 შეადინა. მაინერმა არ დააზუსტა, თუ კონკრეტულად რა მონეტას გამოიმუშავებდა, მაგრამ უკმაყოფილებას სხვა მომხმარებლებიც იზიარებენ, რადგან ამ ეტაპზე ელექტროენერგიის საფასური ბევრად აღემატება გამომუშავებული კრიპტოვალუტისგან მიღებულ მოგებას და ამის გამო ბევრმა მაინერმა კრიპტოვალუტის მოპოვებაზე უარი თქვა.
მომხმარებელი ნიკით „MagniGames“ ასევე აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის ფასის ზრდის მიუხედავად, მისი მოგება მიზერული გახდა.
მე ვიმუშავებდი ტოკენ Raven-ს, როდესაც ის სიაში მე-400 ადგილს იკავდება. ეხლა ის 50-ე ადგილზეა და Binance-ის ბირჟაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტოკენად ითვლება. ამის მიუხედავად მე ზარალში ვიყავი, რადგან ელექტროენერგია ძალიან ძვირია. ამიტომ მაინინიგი შევწყვიტე.
ბევრ ქვეყანანაში კრიპტოვალუტის მოპოვება მკაცრი წესებით არის შემოსაზღვრული. მაგალითად, აშშ-ს შტატ ვაშინგტონის ქალაქებში პლატსბურგსა და ეფრატში კრიპტოვალუტის მოპოვება საერთოდ აკრძალულია. ქალაქ პლატსბურგის ხელმძღვანელობა ამ აკრძალვის გაუქმებას გეგმავს, ეფრატში კი აკრძალვა ერთი წლის მანძილეზე იმოქმედებს.
ისლანდიაში, რომელიც კრიპტო-მოპოვების ცენტრად არის აღიარებული, ბევრი კომპანია Bitcoin-მაინინგიდან Blockchain ტექნინოლოგიაზე გადადის.
აი ჩინეთში კი მაინინგების ოპერაციები უფრო პოპულარული გახდა. ჩატარებული კვლევების თანახმად, ამჟამად ჩინეთში ყველაზე მეტი მაინინგია. მაგალითად, მსოფლიოს ყველა Bitcoin-ების ნახევარზე მეტი ჩინეთში მოღვაწე მაინინგის კომპანია Bitmain-ის მიერ არის გამომუშავებული.
ჩინეთში მაინინგის ოპერაციების ასეთი გამრავლება ელექტროენერგიის დაბალმა ფასმა განაპირობა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში მოღვაწე მაინინგები მსოფლიოს სხვა მაინინგებთან შედარებით 30% მეტ მოგებას ნახულობენ. ასთი სხვაობა ელექტროენერგიის ფასმა განაპირობა - ჩინეთში კილოვატ/საათი $ 0,08, ხოლო სხვა ქვეყნებში $ 0,12 ღირს.
ასევე წაიკითხეთ
პარაგვაი მსოფლიოში უმსხვილესი მაინინგის ფერმის მშენებლობას უჭერს მხარს
Blockchain Technology Foundation დაარსებიდან სამხრეთ კორეაში მდებარეობდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, ფონდმა მსოფლიოში ყველაზე დიდი მაინინგის ფერმის და კრიპტოვალუტის გამცვლელი პუნქტის შექმნასთან დაკავშირებით პარაგვაის მთავრობასთან მოლაპარაკებები გამართა.
მსოფლიო ბანკი - საქართველო მსოფლიო მაინინგის ერთ-ერთი ლიდერია
შედარებით პატარა პოსტბჭოთა რესპუბლიკამ კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზარზე მოწინავე პოზიციების დაკავება შესძლო. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 5 %-ს უკვე შეძენილი ან დამაინინგებული აქვს კრიპტოვალუტა.