Facebook-ის ტოკენში ინვესტიცია ძალზედ მომგებიანია

Facebook-ის ტოკენში ინვესტიცია ძალზედ მომგებიანია

უოლ-სტრიტის ერთ-ერთი ფირმა თვლის, რომ Facebook-ს ზრდის დიდი პოტენციალი იმ შემთხვევაში ექნება, თუ კომპანია თავის გეგმას კრიპტოვალუტის შექმნასთან დაკავშირებით, წარმატებულად შეასრულებს.

„არსებული ინფორმაციით, სოციალური ქსელის თანამშრომლები კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც ინვესტორებს მრავალმილიარდიან მოგებას მოუტანს“, - წერს კომპანია Barclays-ის ანალიტიკოსი როს სენდლერი თავის კლიენტებს.

სენდლერი ფიქრობს, რომ 2021 წლისთვის “Facebook Coin”-ი თავის ინვესტორებს $19 მილიარდ სუფთა მოგებას მოუტანს.

„ჩვენი აზრით, საკუთარი ტოკენის გაშვება რადიკალურად შეცვლის Facebook-ის აქციების ისტორიას“ - განაცხადა სენდლერმა.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, Facebook-ი საერთაშორისო გაანგარიშებებისთვის საკუთარ კრიპტოვალუტაზე მუშაობს, რომლის ღირებულებაც ტრადიციულ ვალუტებთან იქნება მიბმული.

Bloomberg და New York Times-ის ცნობით, ეს ვალუტა, სხვადასხვა აპლიკაციებში, მაგალითად “WhatsApp”-ში, პროდუქტების საყიდლადაც გამოიყენება.

შარშან, Facebook-ის მიმდინარე ბიზნეს-მოდელი მომხმარებლებმა, პოლიტიკოსებმა და რეკლამის დამკვეთებმა მკაცრად გააკრიტიკეს. 2018 წელს, რამოდენიმე გახმაურებული სკანდალის შედეგად, კომპანიის აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცა, მაგრამ, 2019 წელს მათი ფასი 30%-ით გაიზარდა.

სენდლერმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 10 წლის წინ Facebook-ის წარმომადგენლებმა საკუთარი საგადასახადო სისტემის შექმნის შესახებ თავისი ამბიცია უკვე განაცხადეს. ამერიკულმა კომპანიამ Menlo Park-მა 2010 წელს ვირტუალური ვალუტა სახელწოდებით Facebook credits-ის შექმნა, რომელიც თანამედროვე კრიპტოვალუტას ჰგავდა. ვალუტის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ მომხმარებლებს ტრადიციული ვალუტების სანაცვლოდ კრედიტების ყიდვა  და, შემდგომ ამ კრედიტების აპლიკაციის შიგნით დახარჯვა შეეძლოთ. მომხმარებელს კრედიტების ყიდვა სადებეტო და საკრედიტო ბარათის საშუალებითაც შეეძლოთ. ერთი კრედიტის ფასი დაახლოებით 10 ცენტს შეადგენდა.

მას მერე Facebook-იც და კრიპტოვალუტური ინდუსტრიაც უფრო გაფართოვდა, კომპანიას მეტი მომხმარებელი და მეტი აპლიკაცია (Instagram და WhatsApp) გაუჩნდა.

სენდლერის თქმით, კომპანიის ახალი კრიპტოვალუტური კურსი მის „ბიზნეს-სტრატეგიას გამოაცოცხლებს“.  

მასალების მიხედვით cnbc.com

ასევე წაიკითხეთ

2062019-02-14

აშშ-ს სახელმწიფო ვალის ზრდასთან ერთად კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა იზრდება

კრიპტოვალუტის ისტორია 2008-2009 წლის ფინანსურ კრიზისიდან იწყებს სათავეს. ფიატური ვალუტები, რომლებსაც ცენტრალური ვალუტები აკონტროლებენ, სისტემას იმედები გაუცრუა, რაც ბიტკოინის შექმნის მიზეზი გახდა. სატოში მიზანი დეცენტრალიზებული ვალუტის შექმნა იყო.

მოსაზრება
2572019-01-21

Weiss Ratings-ი: ბიტკოინი “ხარული” რალისთვის ემზადება

ამერიკული დამოუკიდებელი რეიტინგული სააგენტოს Wednesdayweiss Ratings-ის (Weiss Ratings) დამფუძნებელი, მარტინ დ. ვაისი თვლის, რომ ბიტკოინი ახალ დონეზე გადავიდა და “ციფრული ოქრო” გახდა, მისი ღირებულების ზრდა კი ძალიან მალე დაიწყება.

მოსაზრება

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან მოსაზრება

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

9672018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
7812018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
6572018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain
5112018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
4052018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
2922019-02-02

გარიგების ჭიქა როგორც ანალიზის ინსტრუმენტი

ფინანსური ექსპერტები თავიანთ ანალიტიკურ სტატიებში ტერმინ "საბირჟო ჭიქა" ან "გარიგების ჭიქა" ძალიან ხშირად ოპერირებენ. მსგავს მიმოხილვებში ხშირად გამოიყენება ისეთი ტერმინები, როგორიცაა  "ბაზრის სიღრმე" , "კედელი" ან ჟარგონები "ოფერი", "პრინტი", "აისბერგი". ის, ვინც მსგავს ბირჟულ სლენგებს იცნობს და პრაქტიკაში აქტიურად იყენებს, შეუძლიათ, შემდეგ საინფორმაციო სტატიაზე გადავიდნენ. ეს პუბლიკაცია მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ამ ტერმინებს იცნობს, მაგრამ მათში გასარკვევად დრო ჯერ ვერ გამონახა.

სწავლება