Firefox-ის ბრაუზერის ახალ ვერსიას კრიპტომაინერების დაბლოკვის ფუნქცია ექნება

Firefox-ის ბრაუზერის ახალ ვერსიას კრიპტომაინერების დაბლოკვის ფუნქცია ექნება

საკუთარი მომხმარებლების უსაფრთხოების დონის გაზრდისკენ მიმართულ სამუშაოებში, რომელსაც Mozilla აწარმოებს ახალი ფუნქციები იქნება დამატებული. კერძოდ - კრიპტოვალუტის მაინერების ავტომატური დაბლოკვა. განახლებული აპლიკაციის ამოქმედებას კომპანია მიმდინარე წლის გაზაფხულზე აპირებს.

67-ე ვერსიამდე ბრაუზერ Firefox-ის განახლების დაანონსება, კიდევ უფრო მეტად გაზრდის თვალთვალისგან დაცვას და არასასურველი კონტენტის დაბლოკვის შესაძლებლობებს.

ამჟამად Mozilla აქტიურად სწავლობს Firefox-სთვის დაბლოკვის დამატებითი ფუნქციების შემოღებას. როგორც ჩანს ფარული მაინერები და ფინგერპინტი მომხმარებლის მთავარ საფრთხედ არის მიჩნეული. შემდგომ გაუმჯობესებაში აქცენტი სწორედ ამ საფრთხეებთან ბრძოლაზე იქნება გამახვილებული.

რუხი მაინინგი  კრიპტომომპოვებლების მათ სასარგებლოდ მფლობელის ნებართვის გარეშე კომპიუტერის რესურსების თავის სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობა ეძლევა. ფინგერპრინტინგი - იდენტიფიკაციის საკმაოდ საინტერესო საშუალებაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ბრაუზერის უნიკალური თავისებურებების, მომხმარებლის მოწყობილობების და სისტემების გამოყენებით მარტივდება თვალთვალის პროცედურა და მომხმარებლის კონფიდენციალურობის სერიოზული საფრთხე ექმნება.

თანამედროვე გამოწვევებისა და საფრთხეებისგან დაცვის ახალ ინსტრუმენტებზე მუშაობა უკვე მიდის. თუმცა საჯარო ტესტამდე ჯერ კიდევ შორია. Firefox-ის შესაძლებლობებში ახალი საშუალებების დამატებამდე Mozilla-ს სურს მათ მუშაუნარიანობაში საბოლოოდ დარწმუნდეს.იმის გათვალისწინებით, რომ Firefox-ის ახალი 67-ე ვერსიის გაშვება 14 მაისს იგეგმება, საბოლოო შემოწმებისთვის და განცხადებული ფუნქციების მუშაუნარიანობაში დარწმუნებისთვის კომპანიას არც ისე ბევრი დრო რჩება.


კრიპტო-მაინინგის წინააღმდეგ შეტევა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიამ კრიპტოვალუტის მაინინგის სკრიპტების დაბლოკვის განცხადებით გამოვიდა.

სხვა ბრაუზერების შემთხვევაში (მათ შორის არის Opera, რომელმაც საკუთარი კლიენტების ინტერესებში კრიპტო-მაინერების დაბლოკვა პირველმა დაიწყო) თავდაცვის ასეთი ფაქტორები უკვე ამოქმედებულია.

თავად Google-ი, რომელიც პერსონალური კომპიუტერებისთვის მსოფლიოში ბრაუზერების ნომერ პირველი მწარმოებელია კრიპტო-მაინერებისთვის შეზღუდვები დააწესა და Chrome-ში არსებული მათი მხარდამჭერი ყველა გაფართოება წაშალა.

ასევე წაიკითხეთ

242019-02-15

Coinbase-მა აღმოჩენილ შეცდომაში $30 000 გადაიხადა

დასავლური მედია საშუალებების ცნობით, Coinbase-ის წარმომადგენლებმა, პლატფორმის კოდში მოწყვლადობის აღმომჩენ პროგრამისტს $30 000 გადაუხადა. დღესდღეობით, ეს ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც ბირჟამ სან-ფრანცისკოდან, ბაგის აღმოჩენისთვის გადაუხდია. ამის მიუხედავად, აღმოჩენილ შეცდომის შესახებ სრული ინფორმაცია ფართო პუბლიკისთვის ხელმისაწვდომი არ არის, Coinbase-ს წარმომადგენელმა მომხმარებლები დაარწმუნა, რომ პრობლემა მოგვარებულია.

უსაფრთხოება, ბირჟები
1962018-12-10

მკვლევარები აცხადებენ, რომ 400000+ MikroTik როუტერი მაინინგის ვირუსით არის ინფიცირებული

MikroTik-ის მაინინგის ვირუსი პირველად ბრაზილიაში აღმოაჩინეს, თუმცა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო გავრცელება.

უსაფრთხოება

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან უსაფრთხოება

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

5632018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
4522018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain
3782018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
3082018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
2182018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
662019-02-02

გარიგების ჭიქა როგორც ანალიზის ინსტრუმენტი

ფინანსური ექსპერტები თავიანთ ანალიტიკურ სტატიებში ტერმინ "საბირჟო ჭიქა" ან "გარიგების ჭიქა" ძალიან ხშირად ოპერირებენ. მსგავს მიმოხილვებში ხშირად გამოიყენება ისეთი ტერმინები, როგორიცაა  "ბაზრის სიღრმე" , "კედელი" ან ჟარგონები "ოფერი", "პრინტი", "აისბერგი". ის, ვინც მსგავს ბირჟულ სლენგებს იცნობს და პრაქტიკაში აქტიურად იყენებს, შეუძლიათ, შემდეგ საინფორმაციო სტატიაზე გადავიდნენ. ეს პუბლიკაცია მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ამ ტერმინებს იცნობს, მაგრამ მათში გასარკვევად დრო ჯერ ვერ გამონახა.

სწავლება