ბლოკჩეინზე ბანკთაშორისი ფინანსური სისტემა SWIFT-ის ახალი საპილოტე ვერსია ამოქმედდა. ის მოძველებული სისტემების ხარვეზების და შეცდომების გამო გადახდებში არსებული შეფერხებების აღმოფხვრისათვის არის გამიზნული.
ამ სისტემაში API-ის გამოყენებით ბანკებს ერთმანეთის მონაცემებთან წვდომის საშუალება ეძლევათ. ეს მათ ტრანზაქციის განხორციელების წინ საბანკო ანგარიშის ლეგიტიმურობის შემოწმების შესაძლებლობას მისცემს.
მონაცემთა გაცვლა ერთიან, გადანაწილებულ ქლაუდ რეესტრში მოხდება. რეესტრისადმი წვდომა ყველა მონაწილეს ექნება.
ეს ნაბიჯი SWIFT-ის კვლევებთან არის დაკავშირებული, რომლებმაც აჩვენეს, რომ პლატფორმაზე განხორციელებული გადახდების დაახლოებით 10 %-ი ბანკის თანამშრომლებისა და კლიენტების შეცდომების გამო შეყოვნდა.
მსგავსი ინიციატივა გასულ წელს ბანკმა JPMorgan-მა მოიმოქმედა. ბანკმა ბანკთაშორისი საინფორმაციო ქსელი (IIN) აამოქმედა, რომლის მიზანიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით ტრანზაქციების შესრულებისას შესაძლო შეფერხებების თავიდან აცილება იყო.
რამდენიმე ბანკი, მათ შორის: Royal Bank of Canada, TD Bank, Santander, Credit Agricole, Reyl & Cie, Société Générale, UniCredit, ANZ, Sumitomo Mitsui Banking და ICICI Bank-ი IIN-ის მონაწილენი არიან.
ახალი სისტემის ტესტირებისას SWIFT-ი ცდილობს ბლოკჩეინ-პროექტ JPMorgan-ს და სხვა საგადასახადო სტარტაპებს (მათ შორის Revolut და TransferWise) კონკურენცია გაუწიოს.
საერთო ჯამში 15 ბანკი, რომელიც IIN-ის მონაწილეა და მათ შორის ბანკი JPMorgan-ი, სისტემა SWIFT-ს შეუერთდება.
მასალების მიხედვით verdict.co.u
ასევე წაიკითხეთ
Visa კრიპტოვალუტებში საკუთარი თავისთვის საფრთხეს ვერ ხედავს
ფინანსური გიგანტი Visa ციფრული აქტივების ბაზარზე გასვლას არ ჩქარობს. გადაცემა Mad Money-ის მსვლელობისას, რომელიც ეთერში CNBC-ზე გადის, Visa-ს გენერალურმა დირექტორმა ალფრედ კელიმ ციფრულ ინდუსტრიაში კომპანიის სამომავლო გეგმები განიხილა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში კრიპტოვალუტები Visa-სთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ კომპანია კრიპტოვალუტური ფუნქციების დანერგვისთვის მზადაა, თუკი ციფრული მონეტები მომავალში უფრო სტაბილური და გავრცელებული იქნება.
საუდის არაბეთი ციფრულ ვალუტას ქმნის
მომავალ წელს საუდის არაბეთი საკუთარ კრიპტოვალუტას ჩაუშვებს. არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს კრიპტოვალუტა სხვა ნავთობით მდიდარ ქვეყანასთან ერთად შემუშავდება - არაბთა გაერთიანებული საემიროები.