ტაივანელი მაინერი გვარად იანგი დააპატიმრეს და მთავრობამ ბრალად, კრიპტოვალუტაში 100 მილიონი იუანის ($14 500 00) არაკანონიერ მოპოვების გამო წაუყენა. იანგმა $3.2 მილიონის მოპარული ელექტროენერგია მაინიგისთვის გამოიყენა.
EBC News-ის ინფორმაციის თანახმად, იანგი მაღაზიებად შენიღბულ 17 მაინინგურ ცენტრს ტაოიუანის, სინბეისა და სინჩჟუს მუნიციპალიტეტებში მართავდა. იანგმა მაღაზიები იქირავა და მათ თოჯინების გასაყიდათა და ინტერნეტ-კაფეებად იყენებდა, ამავდროულად მაღაზიის სარდაფში კრიპტოვალუტას გამოიმუშავებდა.
ბრალდებულმა, სავარაუდოდ ელექტრიკოსები დაიქირავა, იმისთვის რომ ელექტროენერგიის მიწოდების მანიპულირება მოეხდინა სხვადასხვა მაღაზიაში, რისი წყალობითაც მას კრიპტოვალუტის მოპოვება უფასოდ შეეძლო.
მისი საქმიანობის გამოააშკარავება მას შემდეგ მოხდა, რაც ტაივანურმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია Taiwan Power-მა, იანგის მაღაზიის გაუმართავი ელექტრობის გამოკვლევის შემოწმების სამუშაოები ჩაატარა.
ტაივანურ საგამოძიებო ბიუროს უფროსის მოადგილემ ვან ჩჟიჩენმა აღნიშნა:
დამნაშავემ ელექტრიკოსები დაიქირავა, რომლებსაც მოახერხეს დაბეჭდილი მრიცხველების გატეხვა. ამის შემდეგ მან კერძო ხაზები უფასო ენერგიის მოხმარებისთვის დაიმატა.
მასალების მიხედვით blokt.com
ასევე წაიკითხეთ
Bitfury IPO-სთვის ემზადება
ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი მაინინგის კომპანია - BItfury - საჯარო სტატუსის მიღებას განიხილავს. კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე გლობალური ინვესტირების ბანკთან აწარმოებენ მოლაპარაკებას და გეგმავენ 2019 წლისთვის ვაჭრობა ამსტერდამში, ლონდონში ან ჰონკონგში დაიწყონ. IPO-ს შეუძლია კომპანიას დაეხმაროს $3-5 მილიარდის შეფასებას მიაღწიოს.
მსოფლიო ბანკი - საქართველო მსოფლიო მაინინგის ერთ-ერთი ლიდერია
შედარებით პატარა პოსტბჭოთა რესპუბლიკამ კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზარზე მოწინავე პოზიციების დაკავება შესძლო. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 5 %-ს უკვე შეძენილი ან დამაინინგებული აქვს კრიპტოვალუტა.