საუკეთესო საჩუქრები კრიპტოვალუტის მოყვარულთათვის

საუკეთესო საჩუქრები კრიპტოვალუტის მოყვარულთათვის

საახალწლო დღესასწაულები უკვე დადგა და ალბათ ზოგიერთ ჩვენ მკითხველს წინა საახალწლო სამზადისი გამორჩა. თუ თქვენ არ იცით რა აჩუქოთ თქვენს მეგობარს - კრიპტოენთუზიასტს, ჩვენ დაგეხმარებით ამაში! ყველაფერი თქვენს ბიუჯეტზეა დამოკიდებული და იმაზე თუ რამდენად სწრაფად გინდათ რომ საჩუქარი ხელთ გქონდეთ.

ერთ-ერთმა უმსხვილესმა ახალი ამბების კრიპტოვალუტურმა პორტალმა CoinTelegraph-ი საკუთარი ინტერნეტ-მაღაზია  გახსნა. აქ თქვენ ყველაფერს იპოვით რაც გულს სურს - წინდებიდან და ჩაის ჭიქებით დაწყებული ტანისამოსით დასრულებული. არსებობს ასევე მაღაზია KimchiSocks-ი სადაც ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ საინტერესო წინდები კრიპტოვალუტური პრინტებით. 

მაღაზიაში Etsy ხელმისაწვდომია ჰალსტუხები კრიპტოვალუტური პრინტებით და ბრელოკები. ციფრული ვალუტების მოყვარულთათვის ეს შესანიშნავი საჩუქარი იქნება.

საჩუქრის კიდევ ერთი ვარიანტი - Ledger Nano S-ია. ამ შესანიშნავი აპარატული საფულეს ფასი როგორც წესი 99,99 დოლარია. 2018 წლის დეკემბერში Ledger Nano S-ი 30 %-იანი ფასდაკლებით იყიდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და ამავდროულად საჭირო ნივთია რომელიც შეიძლება კაცმა კრიპტოვალუტურ ენთუზიასტს აჩუქოს. ამიერიდან მისი აქტივები საიმედოდ იქნება შენახული.

შესაძლებელია, რომ თქვენი მეგობარი არ არის ძლიერი თანამედროვე ტექნოლოგიებში და არ იცის საფულით სარგებლობა. აჩუქეთ მას ნახატი! ვებ საიტს Crypto Art-ს ნახტების დიდი არჩევანი აქვს, ფასი კი 70-დან 700 დოლარამდე მერყეობს. ამ ნახატების უმეტესობა ტოკენთან არის დაკავშირებული, რომლის მიღებაც მფლობელს QR კოდის დასკანერებით შეუძლია.

საჩუქრის კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტია - მოწყობილობა მაინინგისთვის. მთავარი სირთულე ამ შემთხვევაში ისაა, რომ მოცემული მომენტისთვის ამ მოწყობილობას არც ისე დიდი შემოსავალი მოაქვს. მაგრამ თუ თქვენი მეგობარი ამავდროულად გეიმერიც არის, გრაფიკული დაფა მისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება.

ბოლოს დაბოლოს საათი Cryptomatic-ი უყიდეთ. უკანასკნელი კოლექციიდან გამოშვებული საათი სახელად  “The Envoy” მხოლოდ 200 ერთეულის ოდენობით არის დამზადებული. მას უვადო გარანტია მოჰყვება და 698 დოლარი ღირს. საქმიანი პარტნიორისთვის და მეგობრისთვის ეს იდეალური საჩუქარია.

თუ ძალიან გსურთ, შეგიძლიათ შექმნათ ქაღალდის საფულე და თქვენს მეგობარს კრიპტოვალუტა პირდაპირ აჩუქოთ. პროცესი საკმაოდ მარტივია, თუმცა ადამიანმა უნდა იცოდეს პრივატული გასაღების გამოყენება აქტივების მიღებისთვის - ახალბედასთვის ეს საკმაოდ რთული შეიძლება იყოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მცირე ექსკურსი დაგეხმარებათ თქვენი მეგობრებისთვის საჩუქრების შერჩევაში. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!.

მასალების მიხედვით zerocrypted.com

ასევე წაიკითხეთ

16382018-11-14

Forbes-ის 30 Under 30: რეიტინგში კრიპტოინდუსტრიის 7 წარმომადგენელი მოხვდა

ამერიკულმა საფინანსო-ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes-მა მორიგი 30 Under 30 რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ყოველწლიურად საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხვდებიან. ავტორიტებულმა ეკონომიკურმა გამოცემამ 30 წელზე ნაკლები ასაკის 30 საუკეთესო ფინანსისტების რეიტინგი გამოაქვეყნა. შვიდი მათგანი (23%) კრიპტოვალუტებთან და ბლოკჩეინთან არიან დაკავშირებულნი.

ეს საინტერესოა
17462018-12-15

რა არის უფრო მერყევი - ბიტკოინი თუ ლირა?

ოქროს რქის სანაპიროზე, სტამბოლის ბანკების გვერდით ბილბორდი დგას, რომელიც თურქული ლირის მიმდინარე კურსს ასახავს: მის ღირებულებას დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და ბიტკოინში. ამ ვალუტათაგან უკანასკნელი, დათვური ტრენდის გათვალისწინებით, შეიძლება უადგილოდ მოგეჩვენოთ. მიუხედავად ამისა, ოქტომბრის დასაწყისიდან თურქულ კრიპტოვალუტურ ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 37%-ით გაიზარდა.

ეს საინტერესოა, Bitcoin

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან ეს საინტერესოა

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

53962018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
35752018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
28162018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
27942018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
25672018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain