წლის ბოლოს ინფორმაციისა და მრეწველობის განვითარების ჩინურმა ცენტრმა (CCID) ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შეფასების ინდექსის მორიგი გლობალური საჯარო რეიტინგი (GPBTAI) გამოაქვეყნა. ეს კრიპტოვალუტური პროექტების უკვე რიგით მერვე რეიტინგია.
ტრადიციულად, სიის ზედა სტრიქონში განთავსებული EOS-ი ტექნოლოგიის და ინოვაციების სფეროში 156 ქულით მოწინავე პოზიციას იკავებს. დიდად მას არც Ethereum-ი ჩამორჩება, რომელიც გამოყენების და ინოვაციების სფეროში ტრადიციულად მეორე პოზიციას იკავებს. ბრინჯაოს პოზიციაზე BitShares-მა GXchain-ი ჩაანაცვლა, რომელმაც სიის მერვე პოზიციაზე გადაინაცვლა.
Komodo, Ontology, NULS, Nebulas, NEO და Steem პირველ ათეულში შეძლეს პოზიციების შენარჩუნება. Ripple-ი კი, რომელიც გასულ თვეს ტოპ ათეულს ხურავდა, ამჯერად 19-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. საკუთარი პოზიციების შენარჩუნება ვერც Bitcoin-მა შეძლო და დაკავებული 13-ე ადგილიდან 18-ზე ჩამოვიდა.
ბოლო ხუთი პოზიციის მფლობელი ამ თვეში არ შეცვლილა - Bitcoin Cach, Bytecoin, Litecoin, NEM, Decred.
კვლევის თანახმად, შეფასების ყველა სფეროში ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ვერც ერთმა კრიპტოვალუტამ ვერ შეძლო. ყოველ მათგანს საკუთარი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს. ყოველივე ეს დაგროვილი ქულების ფონზე მოცემულ ცხრილში ნათლად არის ასახული.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების ანალიზი BTC/USD, ETH/USD, XRP/USD on 17.10.2018
ბაზრის კონსალიდაცია მთავრდება, დღის განმავლობაში მოსალოდნელია ახალი იმპულსური მოძრაობები.
ჩანპენ ჩჟაო: Binance Coin-ი გადახდის საშუალება გახდება
ერთ-ერთ თავის ბოლო ინერვიუში ჩანპენ ჩჟაომBinance Coin (BNB)-ის შესახებ საკუთარი ხედვა გაგვიზიარა. მისი აზრით, ყველაზე უმსხვილესს ბირჟის მიერ წარმოებულ ტოკენს ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ მომავალში ყველა ფიატურ ვალუტას გაუწიოს კონკურენცია და ყოველდღიური გადახდების ტოკენი გახდეს.