ჩინურმა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარების ცენტრმა (CIID) კიდევ ერთი, ახლა უკვე მეშვიდე, რეიტინგი გამოაქვეყნა.
როგორც წინად, 33 ტოკენი სამი ძირითადი მახასიათებლით ფასდება:
-ტექნოლოგიური კომპონენტი
-პრაქტიკული მნიშვნელობა
-ინოვაცია
არ არის გასაკვირი, რომ Bitcoin-მა ინოვაციური პოტენციალის უმაღლესი ქულა მიიღო. ჩინელი ექსპერტების აზრით, EOS-ს ყველაზე მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებობა გააჩნია, ხოლო პრაქტიკული ღირებულებით Ethereum-ი ლიდერობს.
მაისის პირველ გამოშვებაში Ethereum-მა პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა, ივნისის რეიტინგებიდან დაწყებული, EOS-ი პირველ პოზიციას არ თმობს, მას კი შეუცვლელად Ethereum-ი მოჰყვება. კრიპტოპროექტების ხუთეულში ასევე Bitshares-ი, Steem-ი და Nebulas-ი შევიდნენ.
Bitcoin-ი თავის პოზიციებს რეიტინგიდან რეიტინგამდე ცვლის, ამ თვეში მე-19 ადგილიდან 13-ზე გადაინაცვლა. BCH-ს ჰარდფორკმა შეუმჩნევლად არ ჩაიარა და ერთი პოზიციით ჩამოიწია 29-ე ადგილზე. Decred-მა სია დახურა, სადაც მან NEM-ს ადგილები გაუცვალა.
Читайте также
Bitcoin Cash, Stellar Lumen, EOS და Litecoin ანალიზი 28.11.2018-სთვის
გუშინ დაწყებული ალტკოინების აღდგენა დღეს გაგრძელდება. იქნება თუ არა გრძელვადიანი? შევეცდებით შემობრუნების დონეები გავნსაზღვროთ.
ჯასტინ სანი: Ethereum-ი TRON-ს ვერასდროს დაეწევა
დეცენტრალიზირებულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ და კონტენტის შექმნაზე, შემოთავაზებაზე და გადაცემაზე ორიენტირებულმა ცნობილმა ბლოკჩეინ პლატფორმამ TRON Foundation-ი 1 მილიონი ყოველდღიური ტრანზაქციების ზღვარი გადალახა და Ethereum-ის რეკორდი გააუმჯობესა.
