nChain-ს, Bitcoin Satoshi Vision-ის მონაცემებით, ახალი ფორკი Bitcoin Cash გაშვებისთვის თითქმის მზადაა. პროგრამული პროდუქტის წინაწსარი ვერსია სტარტაპმა უკვე გამოუშვა. Bitcoin SV ბეტა-ვერსია დაახლოებით 5 კვირის განმავლობაში იტესტებოდა და ახლა რამდენიმე ახალი ტექნიკური ცვლილებით გაშვებისთვის მზად არის. ამ ცვლილებების ფარგლებში Windows მხარდაჭერა ამოღებულია.
პროექტის ტექნიკურმა დირექტორმა სტივ შადერსმა განაცხადა, რომ Bitcoin SV მაინერებისთვის, ბირჟებისა და კომერციული კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც Windows მხარდაჭერას არ საჭიროებენ. შესაბამისად, უსარგებლო ფუნქციების დამატებაც არ არის აუცილებელი. Bitcoin SV Bitcoin Cash-ისგან ბლოკის ზომით კარდინალურად განსხვავდება. პირველის ბლოკის ზომა 128 მეგაბაიტს შეადგენს, მეორის - 32. პირველადი Bitcoin-ის ბლოკის ზომა მხოლოდ ერთ მეგაბაიტს შეადგენს, ქსელი ასე ნელა ამიტომაც მუშაობს და Bitcoin Cash ამ მიზეზით შეიქმნა, რომელმაც ეს პრობლემა მოხსნა. თუკი შევამოწმებთ, ასეთი დიდი ბლოკების მეხსიერება რეალურად რამდენად გამოიყენება, Bitcoin Cash-ის შემთხვევაში ეს ერთ მეგაბაიტზე ოდნავ მეტია და მონაცემთა მაქსიმალურად დიდი დაფიქსირებული რაოდენობა დაახლოებით ხუთ მეგაბაიტს შეადგენდა. მაშინ ასეთი დიდი ბლოკების შექმნა რა საჭიროა?
nChain-ის გენერალურმა დირექტორმა ჯიმი ნგუიენმა ბანგკოკის სამიტზე განმარტა, რომ გასამრჯელოს შემცირების კვალდაკვალ დიდი ბლოკების შექმნის ეკონომიკური აუცილებლობა ჩნდება.
ჩვენ Bitcoin-ის ორიგინალური პროტოკოლის გადაკეთება გვსურს, რათა კომპანიებმა ქსელზე მინდობა რეალურად შეძლონ. ჩვენ გვინდა მთელს მსოფლიოში გადაწყვეტილებების სწრაფ მიღებას შევუწყოთ ხელი და არა მხოლოდ საგადასახადო სისტემის სახით, არამედ მსხვილი კომპანიების მიერ ბიზნესის საშუალებით, რაც მაინერებს საჭირო შემოსავალს მოუტანს.
პროექტ Bitcoin SV მხარდამჭერები არიან: კომპანია nChain, კვლევითი ცენტრი Bitcoin Cash, რომელიც ავსტრალიელ პროგრამისტ კრეიგ რაითს ეკუთვნის, რომელმაც შარშან თავი ნამდვილ სატოში ნაკამოტოდ გამოაცხადა, და Bitcoin Cash-ის მსხვილი მომპოვებელი პული, კომპანია CoinGeek, რომელიც კანადელ ბიზნესმენ კელვინ ეირს ეკუთვნის. პროექტის მოწინააღმდეგედ Bitcoin-მაინინგის ჩინური გიგანტი, კომპანია Bitmain გამოდის.
Bitcoin.com-ისა და Bitcoin Cash-ის გენერალურმა დირექტორმა, ევანგელისტმა როჯერ ვერმა სამიტზე განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, ქსელის რომელ მხარეს არის კომპანია Bitcoin.com. როჯერი საკუთარ თავს ქსელის გაყოფის მხარდამჭერად აღიარებს იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა თვლის, რომ ეს მიზანმიმართულია.
მე არ ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ ქსელებს შორის სხვაობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათი გაყოფა გაამართლოს.
მიუხედავად ამისა, გაშვების მერე, ორივე ფორკი ბირჟებზე კოტირებას მოახდენს.
მასალების მიხედვით https://www.financemagnates.com
ასევე წაიკითხეთ
მაინინგი გლობალურ დათბობაზე იმოქმედებს
სამეცნიერო ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბიტკოინს საკრედიტო ბარათების მსგავსი ჩქარი ტემპით მიღების შემთხვევაში, 2033 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 2 გრადუსით აიწევს
რა არის უფრო მერყევი - ბიტკოინი თუ ლირა?
ოქროს რქის სანაპიროზე, სტამბოლის ბანკების გვერდით ბილბორდი დგას, რომელიც თურქული ლირის მიმდინარე კურსს ასახავს: მის ღირებულებას დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და ბიტკოინში. ამ ვალუტათაგან უკანასკნელი, დათვური ტრენდის გათვალისწინებით, შეიძლება უადგილოდ მოგეჩვენოთ. მიუხედავად ამისა, ოქტომბრის დასაწყისიდან თურქულ კრიპტოვალუტურ ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 37%-ით გაიზარდა.