ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ბიტკოინ-მისამართმა “გაიღვიძა” და ვიღაცამ, 257 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების, 66 233 BTC გადარიცხა. ეს მისამართი 2014 წლიდან აქტიური აღარ იყო.
სტატიის დაწერის პერიოდში გადარიცხვის დანიშნულება უცნობია. სავარაუდოდ, ეს საბირჟო მისამართი არ არის, ვინაიდან ამხელა თანხებს სერიოზული დამფის წარმოქმნა შეუძლია.
გადარიცხული თანხის რაოდენობა ბირჟა Binance-ს ($205 მილიონი) და ბირჟა Bitfinex-ს ($155 მილიონი) მთლიანი გასული დღის ბრუნვას აღემატება.
გარდა ამისა, ამ გადარიცხვის საკომისიომ, სულ რაღაც, 43 აშშ დოლარი შეადგინა. ასეთი დიდი თანხისთვის ეს გასაკვირად ცოტაა. ასევე, რათა უფრო გართულებულიყო დანიშნულების გამოთვლა, ტრანზაქცია დაიყო დიდი რაოდენობით SegWIt-ზე.
ხარებისთვის ეს საშინელი ამბავია, თუმცა, თუ დანიშნულების ადგილი არასაბირჟო მისამართია, მაშინ ბირჟაზე გავლენა უმნიშვნელო იქნება.
თუ დანიშნულების ადგილი ბირჟა იქნება, მაშინ ეს სიტუაცია კრიპტოვალუტაზე ნეგატიურად აისახება. ეს შესაძლოა ფასის მანიპულაციისთვის გამოიყენონ და ის მკვეთრად, $3000-მდე დაეცეს.
მაგრამ აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი გამყიდველი, განსაკუთრებით ის, ვინც ამ რაოდენობას ყიდის, სურს გაყიდვის ფასის მაქსიმალიზაცია და არა მისით მანიპულირება.
მასალების მიხედვით cryptopotato.com
ასევე წაიკითხეთ
თურქეთის პოლიციამ ბიტკოინ-საფულეების გატეხვაში ეჭვმიტანილი პირები დააკავა
თურქეთის პოლიციის ეროვნული კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა დააკავა, 80 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინის გატაცებაში 11 ეჭვმიტანილი, - იტყობინება ადგილობრივი მედია.
კრიპტოპლატფორმები Bitcoin Cash-ის ფორკისთვის მზად არიან
მომავალ კვირას Bitcoin Cash-ის საზოგადოებას ჰარდფორკი ელოდება. ცოტა ხნის წინ, თავიანთი ხედვა ფორკის შემთხვევაში მხოლოდ Bitasiex-მა, Coinex-მა და Ledger Wallet-მა გაჟღერა, მაგრამ ამ დროისთვის მსგავს განცხადებას უკვე მრავალი კომპანია აკეთებს.