მიმდინარე სავაჭრო კვირეული სწორედ დაიწყო. ალტკოინების ბაზარმა გვერდულა დიაპაზონში განაგრძო კონსოლიდაცია. მონაწილეების დაბალი აქტიურობა გვერდულის გაგრძელებას ხელს შეუწყობს
BCH/USD

BItcoin Cash-ის ასი უკვე ცამეტი დღეა ყვითელ დერეფანში კონსოლიდაციას აგრძელებს, როგორც ჩანს დღესაც გვერდული გაგრძელდება, ხოლო ყვითელ კორიდორში კონსოლიდაციის დიაპაზონი შევიწროვდება
EOS/USD

EOS გვერდულ დიაპაზონს მწვანე სამკუთხედის ჩარჩოში ავიწროვებს. დღეს მოსალოდნელია, რომ ფასი სამკუთხედის ქვედა საზღვარს გადასცდება და ლოკალური მინიმუმის შემდეგ საშუალო სრიალა EMA55-ს შეამოწმებს, რომელიც ფიბონაჩის ნულოვანი დონის ოდნავ ზემოთ იმყოფება. წყვილის ხუთდოლარიან დონემდე დაკლებაზე სააუბარი ჯერ ნაადრევია, ვინაიდან ეს ბაზრის გააქტიურებას და ვაჭრობის მოცულობის გაზრდას მოითხოვს.
XLM/USD

უქმეების განმავლობაში Stellar Lumen-მა იასამნისფერ დერეფნის მაღლა შეძლო გამყარება. თუმცა, ამაღლების ტენდენცია, რომელმაც 0.209USD დონეზე აიღო სტარტი, უკვე იწურება და დღეს წყვილი იასამნისფერ გვერდულ დიაპაზონს შეიძლება ისევ დაუბრუნდეს
LTC/USD

Litecoin-ის ფასი გვერდულ დიაპაზონში კონსოლიდაციას აგრძელებს, 53.44USD-ს წინააღმდეგობის ქვეშ. დღეს მინიმუმის შემდეგ 51.50USD-ს მიდამოში წყვილი 53.44USD-ს დონემდე გაიზრდება, მაგრამ ამპლიტუდის შევიწროვების გამო ნაკლებად სავარაუდოა მისი შემოწმება შეძლოს.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 20.12.2018-სთვის
გუშინ ალტკოინებმა კვირის მაქსიმუმები დააფიქსირეს. შეძლებს თუ არა დღეს ბაზარი მწვანე სივრცეში შეყოვნებას?
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 12.12.2018
აღდგენის ფასის განახლების ალბათობა განახლებული მინიმუმების შემდეგაც შენარჩუნებულია. დღეს ალტკოინების ფასები წინააღმდეგობის მიზნობრივ დონეების მიღწევას შეეცდებიან

