VAKT პლატფორმა წარმოადგენს გარიგების შემდეგი პროცესებით მართვის სისტემას, ყიდვა-გაყიდვის პროცედურის შეთანხმების უზრუნველყოფითა და ნედლეულის მიწოდების მონიტორინგს. პლატფორმის მიზანია, საიმედო ბლოკჩეინის ეკოსისტემის შექმნის გზით, მსოფლიო სავაჭრო ინდუსტრიის ციფრული ფორმირება.
პლატფორმა მსხვილი ენერგეტიკული კომპანიებითა და ბანკებით, ABN Amro, ING, Societe Generale, BP, Equinor, Shell, Gunvor, Koch და Mercuria, იყო შექმნილი, რომლებსაც უპირველესად სურთ თავისთვის გ ვაჭრობის პროცედურა გაიმარტივონ. ჯერჯერობით პლატფორმის მონაწილეები მხოლოდ ეს კომპანიები არიან, მაგრამ იანვარში პლატფორმა ახალი კლიენტებისთვის გაიხსნება.
სავაჭრო პლატფორმები გარიგებების სამართავად, არსებულ სისტემებთან ერთად დამატებით VAKT პლატფორმას გამოიყენებენ.
თავდაპირველად პლატფორმა BFOET ბაზრის, ნედლ ნავთობზე კონტრაქტებით იყო შეზღუდული, მომავალში კი ყველა ფიზიკური სავაჭრო რესურსებზე გავრცელებას გეგმავს.
Shell-ის ვაჭრობისა და მიწოდების საკითხების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტმა ენდრიუ სმიტმა განაცხადა:
საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია სიჩქარისა და ვაჭრობის უსაფრთხოების გაზრდა, ეს კი ბაზრის ყველა მონაწილე კვანძისთვის სასარგებლოა.
მასალების მიხედვით cointelegraph.com
ასევე წაიკითხეთ
Telefonica IBM Blockchain-ის გამოყენებას დაიწყებს
ესპანური სატელეკომუნიკაციო კომპანია Telefónica- კომპანია IMB-ს თანამშრომლობაზე მოელაპარაკა და მის ბლოკჩეინ-პლატფორმას თავისი ძირითადი ქსელური და ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციისთვის გამოიყენებს. კომპანიას ამგვარად გადაწყვეტილი აქვს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემების რეგისტრაციისა და ინფორმაციის პროცესის ოპტიმიზაცია.
ტიმოშენკო კორუფციას ბლოკჩეინის დახმარებით შეებრძოლება
რამოდენიმე ხნის წინ, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს, რომელიც ამ მომენტში 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას ატარებს, Facebook პოსტის ინფორმაციის თანახმად, ის კორუფციასთან ბრძოლას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით გეგმავს.

