კვირის მაქსიმუმებზე ბაზარი დაუნ-ტრენდში მობრუნდა. დაღმსვლა და კონსოლიდაცია უახლოვეს მხარდაჭერის დონეებთან დაწევისკენ აგრძელებს სვლას.
BTC/USD

გუშინ BTC-ის ფასი 4000.00 USD ნიშნულს ქვევით ჩამოვიდა. წყვილის ფასის დაწევის შეჩერებას ფიბოს 23.6% დონეზე (3929.80 USD) ცდილობდა, მაგრამ გვიან ღამიე დათვური წნეხი გაძლიერდა. გაყიდვების დიდმა მოცულობამ მწვანე დერეფნის ქვედა საზღვარი გაარღვია და ფასი 3750.00 USD მხარდაჭერისკენ დაიწია. დილამდე BTC-ის ფასმა კონსოლიდაცია ვიწრო გვერდითა დიაპაზონში მოახერხა. დღეს ეს კონსოლიდაცია კიდევ ცოტა ხნით გაგრძელდება და შემდეგ დაღმასვლას 3670.00 USD დონემდე გააგრძელებს.
მიმდინარე კვირის დასრულებამდე ფასი კიდევ შეეცდება აღდგენას, მაგრამ 3750.00 USD წინააღმდეგობის გარღვევას ვერ მოახერხებს და შემდეგი კვირა 3474.73 USD მხარდაჭერით დაიწყება.
XRP/USD

გუშინ დათვებმა 0.370 USD მხარდაჭერის გარღვევა მოახერხეს, მაგრამ XRP-ის ფასმა 0.330 USD მიზნობრივ დონეს ვერ მიაღწია. ჩვენი ვარაუდით, უქმეებზე 0.330 USD მხარდაჭერის მიდამოებში კონსოლიდაციას უნდა ველოდოთ, ხოლო ორშაბათიდან დაღმასვლა ყვითელი დერეფნის ზედა საზღვრისკენ გაგრძელდება.
ETH/USD

გუშინ დათვები ფიბოს 23.6% დონეზე (114.43 USD) დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ და ბოლოს გაიმარჯვეს. მათ Ethereum-ის ფასის 107.00 USD მხარდაჭერას მიაჯაჭვეს. ვფიქრობთ, რომ დღეს წნეხი შემცირდება და ეთერი ამ მიდამოებში კონსოლიდაციას მოახერხებს. ხოლო 100.00 USD ფსიქოლოგიურ დონემდე აღდგენის ყველა მცდელობა დაწევით დასრულდება.
Читайте также
კომპანია Fundstrat-ის ექსპერტებმა იციან, როდის დადგება გაყიდვის დრო
ორშაბათს ბიტკოინმა არც თუ ცუდი აღდგენის დემონსტრირება მოახდინა და სტატიის დაწერის მომენტში 3591 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. მონეტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზრის აღდგენის ფონზე, რომელიც უმეტესად ტექნიკური და სპეკულატიური ფაქტორებით იყო გამოწვეული, დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 12.12.2018
აღდგენის ფასის განახლების ალბათობა განახლებული მინიმუმების შემდეგაც შენარჩუნებულია. დღეს ალტკოინების ფასები წინააღმდეგობის მიზნობრივ დონეების მიღწევას შეეცდებიან
