Whiteblock-ი - ბლოკჩეინების ტესტირების პლატფორმამ, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს-დეველოპერებს შეამოწმონ წარმადობა და განავითარონ განაწილებული რეესტრების ტექნოლოგია, განაცხადა, რომ EOS-ი არ არის ბლოკჩეინი. ანალიზის ჩატარების შემდეგ Whiteblock-ი მივიდა დასკვნამდე, რომ EOS-ი არის მხოლოდ გამოთვლების cloud სერვისი.
მაღალლიკვიდური ალტკოინების ბაზარზე ერთგვარი გამოცოცხლება შეიმჩნევა, ვაჭრობის მოცულობა საშუალოზე მაღალ დონეზე მიმდინარეობს და CoinMarketCap-ის მონეტების ტოპ-ჩამონათვალის უმეტესობა დადებით დინამიკას გვიჩვენებს.
ამ მომენტისთვის, ADA/USD და IOT/USD ხარულ გარღვქვაში ვაჭრობენ, შესაბამისად, მეტად სავარაუდოა ფასმა 9.5 და 90 ცენტს მიაღწიოს.
კრიპტოენთუზიასტებსა და კრიპტოვალუტის დეველოპერებს შორის გავრცელებულია აზრი, რომ ბლოკჩეინის გამოჩენა საბანკო სისტემის საფლავის ქვად იქცევა. მართლაც ასეა? ერთია მოდური და ხმამაღალი განცხადებები, და მეორეა- მკაცრი რეალობა და საფინანსო სისტემის განვითარების ისტორია. სტატიების ჩვენს ციკლში, ჩვენ საკმაოდ დაწვრილებით განვიხილეთ ფულის (რომელსაც ახლა ფიატურ ფულს უწოდებენ) წარმოქმნის ისტორია, საბანკო სისტემის განვითარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია- ბანკების როლი თანამედროვე მსოფლიოში.
კრიპტობირჟა Bithumb-ზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოპარული აქტივების უმეტესობა რუსულ ბირჟა Yobit-ზე გადარიცხეს. მონაცემთა დეტალური შესწავლის შემდეგ, Crystal Blockchain Analytics-ის ანალიტიკოსები, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ.
BTC.com - მაინინგ-პულების მსხვილი ოპერატორი და კრიპტოვალუტური საფულეების მომწოდებელი, - თავისი სერვისების სიას აფართოვებს. ვებ-საიტის თანამშრომლების განცხადებით, საიტს Ethereum ბლოკის მიმოხილვის (block explorer) მომსახურება დაემატა.
CoinMarketCap-ის პირველი სამეულის კაპიტალიზაციის ზრდის ლიდერი Riplle გახდა. XRP-ს ფასმა გუშინ დაახლოებით 11%-ით მოიმატა.
თურქეთის პოლიციის ეროვნული კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა დააკავა, 80 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინის გატაცებაში 11 ეჭვმიტანილი, - იტყობინება ადგილობრივი მედია.
შემოგვიერთდით