ვიდეო თამაშების ფრანგული გიგანტი Atari-ი, ბლოკჩეინ-სტარტაპთან Animoca Brands ერთად მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი ორი ყველაზე პოპულარული თამაშის - Roller Coaster Tycoon Touch და Goon Squad ბლოკჩეინ-ვერსიები შექმნა.
კომპანია Animoca Brands-ი ბლოკჩეინ-ვერსიების ამოქმედებას 2019 წლის მეორე ნახევარში აპირებს.
Roller Coaster Tycoon Touch-ი ატრაქციონთა პარკის მართვის პოპულარული თამაშ-სიმულატორია, რომელიც iOS და Android-ზე მუშაობს. მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული თამაში 19 მილიონზე მეტჯერ არის გადმოწერილი. 2017 წელს გამოსული Goon Squad -ი ასევე iOS და Android-ზე მუშაობს და მრავალმომხმარებლიანი თამაშია ბანქოს მოყვარულთათვის.
შექმნის ლიცენზიის და თამაშების პუბლიკაციის სანაცვლოდ, Animoca Brands-ი Atari-ს სამომავლო მოგების წინააღმდეგ 250 000 აშშ დოლარის ოდენობის მინიმალურ გარანტიას გადაუხდის. თანხის განაღდება აქციებით მოხდება. შესაბამისად Atari-ი კომპანია Animoca Brands-ის სტრატეგიული აქციონერი გახდება.
მოგების პროცენტს Atari-ს მას შემდეგ გადაუხდიან რაც თამაშებიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 500 000 აშშ დოლარს გადააჭარბებს.
კომპანია Animoca-ი ბლოკჩეინ ტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის განკუთვნილი თამაშების და სხვა აპლიკაციების შექმნა-გაშვებისთვის იყენებს. ამავდროულად, 1972 წელს დაფუძნებული კომპანოა Atari-ი ვიდეოთამაშების, სათამაშო კონსოლების და პერსონალური კომპიუტერების სფეროში უძველესი ბრენდია.
მასალების მიხედვით rttnews.com
ასევე წაიკითხეთ
ადამიანისა და ფულის ევოლუცია
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბლოკჩეინის და ბიტკოინის განვითარება დაახლოებით 70 000 წლის წინ დიწყო, როდესაც ჰომო საპიენსის ბიოლოგიურმა განვითარებამ საკუთარ ლიმიტებს მიაღწია.
გამოდგება თუ არა კრიპტოვალუტა ალტერნატივად აშშ-ს რეცესიის შემთხვევაში?
Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, ამერიკის რეცესიის განმეორების ალბათობა 28% შეადგენს, შემდგომი ორი წლის მანძილზე კი შესაძლოა 60% შეადგინოს და სამი წლის შემდეგ - 80% -ს აღემატოს. ნიუ-იორკის შტატის ფედერალური სარეზერვო ბანკის მონაცემების თანახმად, 2019 წლის ბოლომდე რეცესიის ალბათობა 14,5 % შეადგენს. ეს ციფრი JPMorgan-ის მონაცემებისგან - 60% 2020 წლის ბოლომდე მკვეთრად განსხვავდება.

