გუშინ რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში Lenovo Global Technology-ს წარმომადგენლობამ და Azintelecom-მა პირველი კორპორატიული ბლოკჩეინ-პლატფორმა წარადგინეს. სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია Azerbaijan International Telecom-მი (AzInTelecom) ინფორმაციის ბლოკჩეინზე შენახვის სისტემაზე გადადის.
მთელი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში კრიპტოინდუსტრიის განვითარების დადებითი დინამიკა შეიმჩნეოდა. ხელისუფლება კრიპტოვალუტის თავისუფალი გამოყენების საშუალებას იძლევა და მისი სამართლებრივ სივრცეში შესაყვანად ემზადება. გაზაფხულზე, კრიპტოვალუტის ბაზრის და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების განვითარების შესწავლის ცენტრი შეიქმნა. კანონზომიერია, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის პოზიტიურად განწყობილ სივრცეში ინტეგრირება უფრო დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს.
კომპანია Azintelecom-ის სპეციალიზაციაა - ტრეფიკის საერთაშორისო გაცვლა, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის სერტიფიცირება და დატა-ცენტრების სფეროში მომსახურების გაწევა. გარდა ამისა, AzInTelecom-ი ადგილობრივი მსხვილი კავშირის ოპერატორის Azercell-ის მფლობელია. გაუმჯობესების სურვილმა და ინოვაციებისკენ სწრაფვამ, კომპანია ამ ზაფხულს აზერბაიჯანში აშშ-ს სავაჭრო პალატაში (AmCham) შეიყვანა და, ახლა კი - Lenovo-სთან თანამშრომლობით ბლოკჩეინ-პროექტის რეალიზაციამდე.
აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკთან აქტიური თანამშრომლობით, სადაც Lenovo იდენტიფიკაციის სისტემებს ნერგავს, კომპანიამ თავისი პროფესიონალიზმი დაამტკიცა, ხოლო კომპანია Nutanix-თან ტექნოლოგიური პარტნიორობის შედეგად, მან მაღალტექნოლოგიური და უნიკალური პროექტი შექმნა.
პროექტი, რომელიც პლატფორმა Nutanix-თან ერთად უკვე განხორციელდა - ამ გაზაფხულზე გახსნილი აზერბაიჯანის უმსხვილესი სამედიცინო ცენტრის დატა-ცენტრია.
ორი თვის წინ, ცენტრობანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა აზერბაიჯანის ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის გეგმა წარადგინა, რომელიც უახლოესი ხუთი წლის მანძილზე უნდა განხორციელდეს. ფართომასშტაბიანი პროგრამა ორ ძირითად სექტორზე ორიენტირებას გულისხმობს: ეკონომიკური და საბანკო. პროგრამას უვე ათამდე კომერციული ბანკი და თხუთმეტი სახელმწიფო უწყება შეუერთდა.
მასალების მიხედვით https://en.trend.az
ასევე წაიკითხეთ
Quantfury-ი კრიპტოინვესტორებს აქციების ბაზარზე ვაჭრობის საშუალებას აძლევს
ცოტა ხნის წინ ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Quantfury-მა კრიპტოვალუტის მფლობელებისთვის მისი გირაოდ გამოყენების და ბაზრებზე ფიატით, საკომისიოების და მოსაკრებლების გარეშე, ვაჭრობის საშუალების მიმცემი ახალი დანართის გამოშვებაზე განცხადება გააკეთა.
შვეიცარიის მაცხოვრებლებს Monero-ს ყიდვა უკვე კრიპტომატებში შეუძლიათ
ბლოკჩეინ-სტარტაპი Bity თავის კრიპტოვალუტურ ბანკომატებში მონეტა Monero-ს მხარდაჭერას დაამატებს. კომპანიამ საკუთარი აპარატების სამუშაო საათები და მისამართები გამოაქვეყნა, რომლებშიც შვეიცარიული ფრანკის (CHF) ან ევროს სანაცვლოდ ადგილზე შეიძლება ციფრული ვალუტის ყიდვა.