Nasdaq-იდან ცოტა ხნის წინ ჩატარებული Jiguang-ის ანალიზის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეების რიცხვი, ვინც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ აპლიკაციებს იყენებს, 7,5 მილიონს გადააჭარბა. ციფრები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზრის მერყეობის მიუხედავად, 230,84%-ით ზრდას აჩვენებს.
კომპანია Jiguang დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით მომხმარებლების სტატისტიკის შეგროვების საშუალებას იძლევა. ხანდახან მონაცემები იმისთვის გროვდება, რომ ფირმებს მიმართული მარკეტინგული სტრატეგიების რეალიზებაში შეუწყოს ხელი და მაშინ კომპანია ზუსტ მონაცემებს, მომხმარებელთა აქტივობის ანალიზსა და ფინანსური რისკების ანალიზს წარადგენს.
კრიპტოვალუტური აპლიკაციების ინდუსტრიის შესწავლამ მათი გავრცელების არსებითი ზრდა აჩვენა.
ამასთან ერთად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოხმარება ქალებს შორის იზრდება. სექტემბრისთვის კრიპტოვალუტური აპლიკაციების მომხმარებელთა ერთ მესამედზე მეტს ქალები შეადგენდნენ, რაც შარშანდელ მონაცემებს 8,7% აღემატება. ასეთი ინფორმაცია ადასტურებს, რომ ჩინეთის კრიპტოვალუტურ სივრცეში გენდერული უთანასწორობა მცირდება, ისევე, როგორც მომხმარებელთა ასაკი.
აპლიკაციების მომხმარებელთა 70% მეტი 26-დან 35 წლამდე ასაკისაა. ახალგაზრდების რიცხვი, ვინც 25 წლამდე ასაკისაა, 13,1%-ით გაიზარდა.
ჩინეთის რეგიონებში ვირტუალური ვალუტის აპლიკაციების გავრცელების შედეგები აჩვენებს, რომ მსხვილ ქალაქებში აქტიური მომხმარებლების მხოლოდ 12,7% ცხოვრობს. ამასთან, 60% მხოლოდ ერთ აპლიკაციას იყენებს, რომელთა შორის ყველაზე პოპულარულია ImToken, OKEx და Firecoin Pro.
ასევე წაიკითხეთ
ვეშაპებისგან ნიშანია - არააქტიური საფულიდან გადარიცხულია უზარმაზარი თანხა
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ბიტკოინ-მისამართმა “გაიღვიძა” და ვიღაცამ, 257 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების, 66 233 BTC გადარიცხა. ეს მისამართი 2014 წლიდან აქტიური აღარ იყო.
გადარეული კრიპტომილიონერები
უკანასკნელი წლების განმავლობაში კრიპტოვალუტის სამყაროს სწრაფმა განვითარებამ, დინამიურობამ და მუდმივმა ზრდამ, ათასობით ადამიანს დიდი ფული და პოპულრულობა მოუტანა. გთავაზობთ ბიტკოინებით გამდიდრებულ ყველაზე უცნაური მილიონერთა სიას.