ბაზარზე ვაჭრობის მოცულობა რეკორდულად დაბალ დონეზეა. გვერდითი მოძრაობა გრძელდება.
BTC/USD
ამ კვირის დასაწყისი წყნარი აღმოჩნდა. დასვენების დღეების შემდეგ, ვაჭრობის მოცულობა არ გაზრდილა და BTC-ის ფასი ვიწრო დიაპაზონში აგრძელებს მოძრაობას, პირველსააპრილო 6427.16USD მინიმუმის გასწვროვ.
ვვარაუდობთ, რომ დღეს ამ მცირე მოცულობის ვაჭრობის პირობებში, მოძრაობა გვერდულა დერეფანში გაგრძელდება. წინამორბედი ვარაუდი ვექტორის მიმართულების ორკვირიანი წონასწორობის მდგომარეობის გამოსავლის თაობაზე, ჯერ კიდევ ძალაშია.
ETH/USD

Ethereum-ის ფასმა კონსოლიდაციისთვის ფსიქოლოგიური ფასის დონე აირჩია - 200 დოლარი ეთირის სანაცვლოდ. ვაჭრობის მოცულობა დაბალ დონეზე რჩება და წყვილი ცდილობს 200.00USD მხარდაჭერის დონის ქვემოთ არ დაეშვას. სავარაუდოდ, ეს ტენდეცია დღეს დღის ბოლომდე შენარჩუნდება. პროგნოზი, ფასის შესაძლო წლის მინიმუმამდე დაშვებისა, ჯერ კიდევ აქტუალურია.
XRP/USD

Ripple-ს ფასი მახრჩობელა გველივით ფიბონაჩის ნულოვან დონეს 0.450USD-ს არის შემოხვეული, თანდათანობით დიაპაზონის შევიწროვებით.გვერდულიდან გამოსავალი გვიახლოვდება, მაგრამ ვაჭრობის მცირე რაოდენობა ჯერ სათანადო ბიძგს ვერ განაპირობებს, რომ არასტაბილურობა გააძლიეროს. ვიწრო დერეფნიდან გამოსავალი საკმარისი ვარაუდით შემცირებული 0.300USD დონისკენ იქნება მიზანმიმართული .
*ყველა ფასის მოცემულობა BitStamp ბირჟის მიხედვით არის მოყვანილი
ასევე წაიკითხეთ
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 05.12.2018-სთვის
ალტკოინების ფასების შემცირება არსებული კორექციის გარეშე მიმდინარეობს. შევეცადოთ გავნსაზღვროთ, თუ რა დონის კორექციის გაშლა შეუძლია ალტკოინებს.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD, ETH/USD ანალიზი 10.12.2018-სთვის
გასული კვირის დასასრულს კორექციული აღდგენის პროცესის მომსწრენი გავხდით. შეძლებენ თუ არა ფასები კვირის დასაწყისისთვის მიზნობრივ დონის მიღწევას.


