გუშინ დაწყებული ალტკოინების აღდგენა დღეს გაგრძელდება. იქნება თუ არა გრძელვადიანი? შევეცდებით შემობრუნების დონეები გავნსაზღვროთ.
BCH/USD
გუშინ Bitcoin Cash-ის ფასმა ვერ შეძლო საშუალო ფასების წინააღმდეგობის გადალახვა და 165.00 USD მიდამოს მინიმუმზე დაეშვა. გუშინდელი სავაჭრო დღის დასრულებამდე, საშუალო მცოცავი EMA55-ის გახვრეტის მცდელობა გაკეთდა, და მხოლოდ დილით ერთ-ერთი დასრულდა წარმატებით.
ამ მომენტში წყვილი 180.00 USD მიდამოში კონსოლიდირებს და ორასდოლარიანი დონის გარღვევისთვის ემზადება. დაახლოებით ამ დიაპაზონში მიმდინარეობს წითელი ტრენდული ხაზის წინააღმდეგობა. მთელი ამ დროის მანძილზე რაც ნოემბრის მერე დაღმავალი ტენდენცია მიმდინარეობს, ტრენდული ხაზის გარღვევა მხოლოდ ერთხელ მოხერხდა, ისიც 500.00 USD-იანი ძლიერი მხარდაჭერის გამოყენებით. მართალია, მაშინ დაუნ-ტრენდის ხაზის ზემოთ დიდხანს ვერ გაჩერდა. მეორე დღეს ვე ფასი, აბსოლუტური მინიმუმის განახლებით, ჩამოიშალა. რა მოხდება ამჯერად? ვვარაუდობთ, რომ 200.00 USD-ზე ზემოთ გარღვევა შესაძლებელია. მაქსიმუმი მოსალოდნელია 230.00 USD მიდამოში. რის შემდეგაც მიმდინარე ფასების დონეზე დაიკლებს, სადღაც 180 USD მიდამოში.
XLM/USD
გუშინ Lumen-ის ფასი 0.140 USD მხარდაჭერის მეშვეობით კონსოლიდირდებოდა. წყვილის ფასის გაზრდის მცდელობა მცოცავი საშულო EMA55 დონით შემოიფარგლა. საშუალო ფასების ზღვარის გადალახვა წყვილმა დღეს დილით მოახერხა, როდესაც გაყიდვების მოცულობამ მკვეთრად იმატა და XLM-ს ფასი 0.155 USD ზღვარი გადალახა. წყვილის დინამიურმა ზრდამ Stellar Lumen-ის, მაჩვენებლით $2.9 მლრდ., კრიპტოვალუტების კაპიტალიზაციის რეიტინგში მეხუთე ადგილის დაკავება უზრუნველყო.
თუ დღის განმავლობაში წყვილი 0.155 USD ზღვარის თავზე შენარჩუნებდა, მისი ზრდა 0.170 USD წინააღმდეგობისკენ სავსებით შესაძლებელია. მაქსიმუმის წერტილი და მობრუნება, დაახლოებით, ამ მიდამოებში დაფიქსირდება.
EOS/USDგუშინ წყვილმა ძლიერი სამდოლარიანი ზღვარი გაარღვია და საკუთარი წლიური მინიმუმი 2.867 USD ნიშნულზე განაახლა. ამან EOS-ის კაპიტალიზაცია $2.8 მილიარდამდე შეამცირა და CoinMarketCap-ის სიაში Stellar Lumen-ს მისი მეექვსე პოზიციაზე ჩამოქვეითების საშულება მისცა. ფასის მინიმუმის დაფიქსირების შემდეგ, EOS-ი დიდხანს ცდილობდა 3.00 USD წინააღმდეგობის ზემოთ აღდგენას. წყვილმა ეს მხოლოდ ღამის განმავლობაში მოახერხა და დილით ადრე საშუალო მცოცავის EMA55 ზღვარს ზემოთ გამაგრდა.
EOS და Stellar Lumen-ის მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას თუ განვიხილავთ, დღეს, შესაძლოა, ფასის მაქსიმუმი 3.440 USD მიდამოებში ვიხილოთ, ხოლო დაღმასვლამ EOS-ის დღის მაქსიმუმთან 3.00 USD მხარდაჭერისკენ მიიყვანოს.
LTC/USD
გუშინ, Litecoin-არ ნებდებოდა და იასამნისფერი ტრენდული ხაზის მხარდაჭერით საკვანძო 30.00 USD-ს დონეს შტურმს აგრძელებდა. შედეგად წყვილმა ოცდაათდოლარიანი წინააღმდეგობა გადალახა და დღეს უკვე 32.50 USD დონეს ამოწმებს. დღეს ფასის აღდგენა 34.00 USD მიდამოშია შესაძლებელი, მომდევნო მიმდინარე ფასებამდე შემცირებით.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, ETH/USD, XRP/USD ანალიზი 09.11.2018-სთვის
კვირის მაქსიმუმიდან დაღმასვლამ შემობრუნების დონეს მიაღწია, მაგრამ აღდგენის პროცესი საკმაოდ ინერტულად მიმდინარეობს, თანაც დაბალ მოცულობაზე. მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტებს დღევანდელი Bitcoin-ის, Etherium-ისა და Ripple-ს კურსის პროგონოზის მიმოხილვაში მოგიყვებით.
Stellar Lumen, EOS, Litecoin და Bitcoin Cash ანალიზი 17.12.2018-სთვის
უქმეებზე ალტკოინები, უმეტეს წილად, გვერდულ დიაპაზონში ინარჩუნებდნენ პოზიციას. თუმცა, ამ ეტაპზე, ხანმოკლე აღდგენის შემდეგ, დაუნ-ტრენდში მოძრაობა შეიძლება განახლდეს.