უმეტესობა ალტკოინების მსგავსად, ADA/USD ძირითადი წინააღმდეგობების დონეებს ზევით ვაჭრობს. ჩვენი ვარაუდით, ალტკოინების უმეტესობის ფასი ამ კვირის მანძილეზე ზრდას განაგრძობს.
TRX/USD

Tron-Dice-ისა და სხვა აზარტული დეცენტრალიზებული აპლიკაციების წყალობით, Tron-ის ბლოკჩეინი დღის მანძილზე მილიონზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ Tron-ი სმარტ-კონტრაქტებისთვის სასურველ პლატფორმად ვითარდება. შესაძლოა, ახლო მომავალში, მან Ethereum-იც კი ჩაანაცვლოს.
სხვა ალტკოინების მსგავსად, TRX/USD ამ ეტაპზე, ხარისებრივ გარღვევის სტადიაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ფასებმა ჯერ სექტემბრის მაქსიმუმს ვერ მიაღწიეს,
მთლიანობაში, ბაზრის განწყობა - ოპტიმისტურია. ტრეიდერებს 2.2 ცენტიანი სტოპებითა და, 3 და 4 ცენტიანი მიზნებით ყიდვა შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ხარისებრივი პროგნოზი იმ შემთხვევაში გაბათილდება, თუ ფასი 2 ცენტზე ქვევით დაიწევს და მხარდაჭერის დონის ქვევით დაიხურება.
ADA/USD

ფასმა 7 ცენტიან ნიშანს უკვე გადააჭარბა და, ამიტომ, ჩვენი ნავარაუდები ვაჭრობის გეგმა რეალურად ხორციელდება. როგორც კი ფასები 9,5 ცენტის ან ოქტომბრის მაქსიმუმისკენ მიმართულებით მოძრაობას დაიწყებენ, ტრეიდერები 7,5 ცენტიანი სტოპებით ყიდვას შეძლებენ.
თუ ფასი 9,5 ცენტიან ნიშნულს გაცდება, 12 ცენტიანი დახურვის გაგრძელებას უნდა ველოდოთ.
მასალების მიხედვით newsbtc.com
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, Stellar Lumen, EOS და Litecoin ანალიზი 22.11.2018-სთვის
გუშინდელი გვერდული ტრენდი დღეს შეიძლება დამთავრდეს და ბაზარი დაკლებას გააგრძელებს.
XMR-ისა და ADA-ს ანალიზი 08.11.2018-სთვის
გუშინდელი ზრდის გარკვეული შეზღუდვის მიუხედავად, საერთო ტრენდი ხარული რჩება და კვირის ბოლოსთვის ალტკოინების უმეტესი ნაწილის ფასი მაღალ პოზიციებზე უნდა დაიხუროს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ADA/USD ტრეიდერებს მხარდაჭერის დონეზე სტოპების დროს შეიძენენ.

