უმეტესობა ალტკოინების მსგავსად, ADA/USD ძირითადი წინააღმდეგობების დონეებს ზევით ვაჭრობს. ჩვენი ვარაუდით, ალტკოინების უმეტესობის ფასი ამ კვირის მანძილეზე ზრდას განაგრძობს.
TRX/USD
Tron-Dice-ისა და სხვა აზარტული დეცენტრალიზებული აპლიკაციების წყალობით, Tron-ის ბლოკჩეინი დღის მანძილზე მილიონზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ Tron-ი სმარტ-კონტრაქტებისთვის სასურველ პლატფორმად ვითარდება. შესაძლოა, ახლო მომავალში, მან Ethereum-იც კი ჩაანაცვლოს.
სხვა ალტკოინების მსგავსად, TRX/USD ამ ეტაპზე, ხარისებრივ გარღვევის სტადიაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ფასებმა ჯერ სექტემბრის მაქსიმუმს ვერ მიაღწიეს,
მთლიანობაში, ბაზრის განწყობა - ოპტიმისტურია. ტრეიდერებს 2.2 ცენტიანი სტოპებითა და, 3 და 4 ცენტიანი მიზნებით ყიდვა შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ხარისებრივი პროგნოზი იმ შემთხვევაში გაბათილდება, თუ ფასი 2 ცენტზე ქვევით დაიწევს და მხარდაჭერის დონის ქვევით დაიხურება.
ADA/USD
ფასმა 7 ცენტიან ნიშანს უკვე გადააჭარბა და, ამიტომ, ჩვენი ნავარაუდები ვაჭრობის გეგმა რეალურად ხორციელდება. როგორც კი ფასები 9,5 ცენტის ან ოქტომბრის მაქსიმუმისკენ მიმართულებით მოძრაობას დაიწყებენ, ტრეიდერები 7,5 ცენტიანი სტოპებით ყიდვას შეძლებენ.
თუ ფასი 9,5 ცენტიან ნიშნულს გაცდება, 12 ცენტიანი დახურვის გაგრძელებას უნდა ველოდოთ.
მასალების მიხედვით newsbtc.com
ასევე წაიკითხეთ
ADA-ს და XMR-ს ანალიზი 13.11.2018-სთვის
ADA/USD-ს ზრდა დემონსტრირდება იმ დროს, როდესაც XMR/USD წყვილი 11 - 15 ოქტომბრის ნიშნულების საზღვრებში ვარირებს. როგორც უწინ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გაჭიანურებული კორექციის შემდეგ, დამაჯერებელი ფასის ზრდის მოლოდინში ვართ
ADA-ს და IOT-ის ანალიზი 14.11.2018-სთვის
ფონდ Cardano-ს თავმჯდომარემ მაიკ პარსონმა, თავისი თანამდებობა მას მერე დატოვა, რაც ჩარლზ ჰოსკისონმა და გენერალურმა დირექტორმა ემურგო კენ კოდამამ, თავიანთი იმედგაცრუება გამოთქვეს, ქსელის დაბალი წარმადობისა და ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობის შესახებ.