Scotcoin-ი 2019 წლის იანვრის ბოლომდე გაიყიდული მონეტით მოპოვებული ყოველ 20 გირვანქა სტერლინგიდან 5-ს ქველმოქმედებას შეწირავს.
"ჩვენთვის ეს კარგი შესაძლებობაა უსახლკაროების დახმარების ინიციატივაში მონაწილეობისთვის. კომპანია Social Bite-მა ამ სფეროში უკვე ბევრს მიაღწია. ჩვენ თანამშრომლობით მოხარულნი ვართ და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მომავალ რამოდენიმე თვეში შევძლებთ მნიშვნელოვანი შემოწიერულობა გავიღოთ", - განაცხადა Scotcoin-ის დაფუძნებელმა ტემპლ მელვილმა.
კომპანია Social Bite სოციალური საცხოვრებლების მშენებლობისთვის სახსრების აგროვებითა და ზამთრის პერიოდში უსახლკაროების დახმარებით არის დაკავებული.
კომპანია Social Bite Scotcoin-ის შემოწირულობის სქემას სიხარულით შეხვდა, რომლის თანახმადაც, მონეტის შესყიდვის ფასის 25% ქველმოქმედებაში გადაირიცხება.
"ჩვენ მოხარულები ვართ ScotCoin-ის ჩვენი საქმიიანობის მხარდაჭერით, რაც შოტლანდიაში უსახლკაროების აღმოფქრას ემსახურება. მათი შემოწირულობა დაგვეხმარება დავაფინანსოთ ისეთი ინიციატივები, როგორიცაა საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფა და უსახლკაროებისთვის სოციალური საცხოვრისის აშენება" - განაცხადა კომპანია Social Bite-ს წარმომადგენელმა.
მასალების მიხედვით eveningtimes.co.uk
ასევე წაიკითხეთ
არნახული სიკეთე, როგორც ბიტკოინის რეკლამა
ვონ ჩინგ კიტმა, 24 წლის კრიპტო-მილიონერმა, რომელსაც Mr. Coin-ად უფრო იცნობენ, ჰონკონგის ერთ-ერთ არაპრესტიჟულ რაიონში „ფულის წვიმა“ მოაწყო. მან ჰონკონგის ერთ-ერთი მაღალსართულიანი სახლის სახურავიდან ჰონკონგური დოლარის ქაღალდის კუპიურები გადმოყარა და ის პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავა.
ფორკამდე, კრიპტოსაზოგადოება თვალყურს ომს ადევნებს
მომდევნო რამდენიმე დღე, Bitcoin cash-ით დაინტერესებულნი, ბევრი ახალი ინფორმაციით დაიტვირთებიან. განახლების შემმუშავებელთა გუნდის გარშემო ორი ფრაქცია დაჯგუფდა, რომელთა გამოც Bitcoin ABC და Bitcoin SV ერთმანეთის მიმართ არათავსებადნი აღმოჩნდნენ. Bitcoin ABC "ძირითად" BCH-ის კლიენტს წარმოადგენს, ასევე ცნობილი დეველოპერებისა და რამდენიმე გადამცვლელის მხარდაჭერა აქვს, იმ დროს, როდესაც Bitcoin SV ძირითადად nChain და Coingeek კომპანიებით იმართება.