თავისი არასაბირჟო სავაჭრო პლატფორმის გაშვების შემდეგ, ინსტიტუციონალური კლიენტებისთვის, ბირჟა Coinbase-მა, ხმაურიანი განცხადებების გარეშე, გადაწყვიტა თავისი მომხმარებლებისთვის დაემატებინა სახსრების საკუთარ Paypal ანგარიშზე გატანის შესაძლებლობა. ეს მომსახურეობა მომხმარებლისთვის უფასოა.
ბირჟას ამის შესახებ ბლოგზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, არც ტვიტერზე, თუმცა, შეტყობინება გააგზავნა კვალიფიციურ ტრეიდერებთან და საკუთარ საიტზე PayPal-ის შესახებ ხშირად დასმული კითხვების გვერდი შექმნა.
ფუნქცია, ჯერ მხოლოდ შეზღუდულ წრეს გააჩნია, აშშ-დან, ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კანადიდან. ლოკალური საფულის სერვისი მხოლოდ დოლარში, გირვანქა სტერლინგსა და ევროშია, თუმცა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ავსტრალიური და კანადური დოლარი მალე დაემატება საფულეზე. ავსტრალიისა და კანადის მომხმარებლებს PayPal-ის ანგარიშზე გადარიცხვის საშუალება არ მიეცა. თუმცა, მათ პირდაპირ შეუძლიათ საკუთარი ციფრული აქტივები გაყიდონ ავსტრალიური და კანადური დოლარის სანაცვლოდ, რასაც მანამდე ვერ აკეთებდნენ.
მანამ, სანამ ამ სერვისით ისარგებლებთ, მომხმარებლებმა პირადობის დამადასტურებელი ყველა მოქმედება უნდა გაიარონ და ელექტრონული ფოსტა მიიღონ, სადაც დადასტურდება, რომ თქვენთვის ეს სერვისი გააქტიურდა. ბალანსის მოძრაობა ჯერჯერობით მხოლოდ ცალმხრივია, ანუ მომხმარებლები შეძლებენ მხოლოდ PayPal-ის ანგარიშზე გადაირიცხონ, მაგრამ არ შეეძლებათ უკან დაიბრუნონ ბირჟის დეპოზიტზე.
ასევე წაიკითხეთ
Coincheck–დან Binance-მდე – 2018 წლის ყველაზე მსხვილი ძარცვები
განვიხილოთ ამ წლის ყველაზე ხმაურიანი ძარცვები და ჰაკერული თავდასხმები და ასევე კანონზომიერებები, რომლებიც მათ აერთიანებს.
რუსეთის დუმაში განაცხადეს რომ ბიტკოინი რუსმა „თავკომბალებმა“ შექმნეს
რუსეთის სახელმწიფო დუმაში თვლიან, რომ ბიტკოინის შექმნის უკან რუსი პროგრამისტები დგანან, გამოყენებით კი მას ამერიკული სპეც-სამსახურები იყენებენ. თუმცა ციფრულ ვალუტებზე უარის თქმას ეს სულაც არ ნიშნავს. სამრეწველო შპიონაჟი შესაძლოა რუსეთს IT-ინდუსტრიის განვითარებაში დაეხმაროს.

