კომპანია Huawei-მ ცოტა ხნის წინ შეწტყობინება გაავრცელა, რომ Cloud Blockchain Service-ს (BSC) გაუშვებს. მუშაობის დაწყება, ბლოკჩეინის ინდუსტრიის მიმართულებით, კომპანიისთვის კიდევ ერთი ნაბიჯია. ა.წ ოქტომბერში Huawei-მ ჩინეთის მომხმარებლებისთვის კომერციული სერვისი გაუშვა.
ახალი სერვისი ხელმისაწვდომია საერთაშორისო ვებ-გვერდზე Huawei Cloud, რომელზეც საწარმოები შეიმუშავებენ, განათავსებენ და ასევე მართავენ ბლოკჩეინ აპლიკაციებს. ჩინური კომპანიის აზრით, ეს პროცესები სწრაფად და მინიმალური დანახარჯებით გაიმართება.
შემმუშავებლები აცხადებენ, რომ BCS სერვისი მარტივია, ეფექტური და უნივერსალური. იგი შეიძლება გამოყენებული იქნას Internet of thing-სთვის, ფინანსებში და სხვა მრავალ მრეწველობაში.
აპრილში Huawei-მ ახალი პლატფორმა Blockchain-as-a service (BCaaS) გაუშვა, რომლის მიზანია კომპანიებს საშუალება მიეცეს განაწილებული რეესტრების ბაზაზე სმარტ-კონტრაქტები შექმნან. Huawei-ს დეველოპერის ხუ ჟუიფენის თქმით, ახალი გადაწყვეტილება BaaS Hyperledger Fabric 1.0-ს ეფუძნება.
По материалам itproportal.com
Читайте также
პაველ დუროვის კრიპტოვალუტას სწრაფი ზრდა უწინასწარმეტყველეს
ბლოკჩეინ-პლატფორმა Telegram Open Network (TON)-ის გაშვება კრიპტოვალუტა Gram-ის გაძვირებას გამოიწვევს, რომლის გამოშვებას, უკვე ერთი წელია, დუროვი ცდილობს. ასეთი დასკვნა Hash CIB-ის ანალიტიკოსებმა გააკეთეს.
SWIFT-ი ბლოკჩეინზე ახალ სისტემას ტესტავს
ბლოკჩეინზე ბანკთაშორისი ფინანსური სისტემა SWIFT-ის ახალი საპილოტე ვერსია ამოქმედდა. ის მოძველებული სისტემების ხარვეზების და შეცდომების გამო გადახდებში არსებული შეფერხებების აღმოფხვრისათვის არის გამიზნული.
