სტაბილურ მონეტებს იმდენივე მომხრე ჰყავს რამდენიც მოწინააღმდეგე. მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ეს ტოკენები თვით კრიპტოვალუტის იდეას ეწინააღმდეგება, მეორეები კი მათ დაბალ ცვალებადობას აფასებენ. წლის განმავლობაში სტეიბლკოინებმა დიდი პოპულარულობა დაიმსახურეს, რადგან მათი საშუალებით კრიპტოვალუტაში ინვესტირების რისკები მინიმუმადე არის დაყვანილი.
Diar-ის სპეციალისტებმა, კრიპტოვალუტის ბაზრის მორიგ კვლევაში სტეიბლკოინების ტრანზაქციების მოცულობის მომატებას ხაზი გაუსვეს. მეტი პოპულარულობით USD Coin (USDC), True USD (TUSD), Paxos (PAX) და Gemini Dollar (GUSD) სარგებლობენ და, უკანასკნელი სამი თვის მანძილზე, მათი ვაჭრობის მოცულობამ $5 მილიარდს მიაღწია. კრიპტოვალუტური ბირჟების მხარდაჭერის და დათვური ტენდეციების შედეგად, შემოდგომის მანძილზე, სტეიბლკოინებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა 1 032%-ით გაიზარდა.
სტაბილური მონეტები ვოლანტურობის პრობლემას წყვეტენ, რომელიც კრიპტოვალუტებს თან ახლავს. გარდა ამისა, სტეიბლკოინები კრიპტოვალუტას დეცენტრალიზებული, უსაფრთხო ფუნქციების გამოყენების საშუალებას აძლევს. ამ ციფრულმა მონეტამ გლობალურ ფინანსურ სისტემებში პრიორიტეტები მონიშნა და კრიპტოვალუტის დანერგვის მიმართულებები შემოგვთავაზა.
მოვაჭრეები, მყიდველები და ინვესტორები გარისკვას ერიდებიან და ტრანზაქციების განსახორციელებლად დაბალი ვოლანტურობის მქონე აქტივის საჭიროებას განიცდიან და სტაბილური მონეტები, ამ მოთხოვნებს, სავსებით აკმაყოფილებენ.
სტეიბლკოინების დადებითი მხარეები მსხვილმა კრიპტოპლატფორმებმა უკვე განიხილეს და მონეტები ლისტინგში ჩაამატეს. ხოლო უმსხვილესმა პლატფორმამ Binance-მ, სტეიბლკოინების ერთიანი ბაზრის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება, რადგან დარწმუნებულია, რომ, უახლოეს მომავალში, მის ლისტინგში სხვა ფიატურ ვალუტებით გამყარებული სტაბილური მონეტები გამოჩნდება.
ყველაფრის მიუხედავად, სტეიბლკოინს არასასიამოვნო სიურპრიზის მოწყობაც შეუძლიათ, თუ რამოდენიმე საათის განმავლობაში 1 აშშ დოლარის პარიტეტიდან რამოდენიმე ცენტამდე ჩამოვა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სტეიბლკოინის წარმომდგენ კომპანიას ბანკში საკმარისი რეზერვი არ ექნება ჩადებული.
ასევე წაიკითხეთ
Binance სტაბილური მონეტების ერთობლივ ბაზარს ქმნის
უმსხვილესმა კრიპტოვალუტურმა ბირჟა Binance-მა, ახალი ერთიანი სტეიბლკოინების ბაზრის პლატფორმის შექმნის შესახებ, განცხადება გააკეთა. კომპანიის წარმომადგენლებმა ახალი ბაზარის შესახებ არანაირი დეტალები არ გაამხილეს, თუმცა ვიცით, რომ USDT ამ პლატფორმის ნაწილი იქნება.
კომპანია Swiss Crypto Tokens AG-მა ფრანკთან მიბმული სთეიბლკოინი გამოუშვა
შვეიცარიაში ახალი ობლიგაციები გამოსცეს, რისი დახმერებითაც ინვესტორები და ბლოკჩეინ სტარტაპები კრიპტოვალუტების სარისკო მერყეობას შემსუბუქებენ. კომპანია Swiss Crypto Tokens AG-მა ტოკენი გამოუშვა, რომელიც შვეიცარულ ფრანკთან მიბმული ობლიგაციებით არის უზრუნველყოფილი.