შვეიცარიაში ახალი ობლიგაციები გამოსცეს, რისი დახმერებითაც ინვესტორები და ბლოკჩეინ სტარტაპები კრიპტოვალუტების სარისკო მერყეობას შემსუბუქებენ. კომპანია Swiss Crypto Tokens AG-მა ტოკენი გამოუშვა, რომელიც შვეიცარულ ფრანკთან მიბმული ობლიგაციებით არის უზრუნველყოფილი.
XCHF ტოკენების პირველი 10 მილიონი ერთ ფრანკად გაიყიდა და ხუთშაბათს გამოვა. ტოკენი XCHF იმ სტაბიური მონეტების რიცხვში შევა, რომლებიც უფრო სტაბილურ აქტივებს კრიპტოვალუტების ვოლანტილობის შესამცირებლად ქმნიან.
კომპანია Swiss Crypto Tokens AG-ის მიერ შემოთავაზებული კრიპტო-ობლიგაციების ფასი მხოლოდ შვეიცარიული ფრანკის დიაპაზონის ფარგლებში იმერყევებს. ფრანკის სანაცვლოდ ამ ტოკენების შეძენა და მომავალში ისევ ფრანკებზე გაცვლა შესაძლებელია. გარდა ამისა, XCHF-ის ყიდვა ბიტკოინის და ეთერიუმის ნაცვალადაც არის შესაძლებელი.
„ კრიპტოვალუტის მისაღებად მისი მერყეობა დიდი დაბრკოლება აღმოჩნდა. ეფექტურ ვალუტას გაცვლის ფუნქცია უნდა ქონდეს და გარკვეული ფასის მატარებელიც უნდა იყოს“, - განაცხადა Swiss Crypto Tokens AG-ის გენერალურმა დირექტორმა არმინ შმიდმა, რომელიც კრიპტოვალუტურ კომპანია Bitcoin Suisse-ს ეკუთვნის.
კომპანია Bitcoin Suisse-ის დირექტორმა ლუციუს მეისერმა სთეიბლკოინების შექმნა
იმ დროს შეადარა, როდესაც ჯერ ცენტრალური ბანკები არ არსებობდა და ცალკეული შვეიცარიული ბანკები თავად ბეჭდავდნენ ფულს.
„ამჟამად, შვეიცარიული ფრანკების და მონეტების კერძოდ გამოშვება შვეიცარიის კანონმდებლობით იკრძალება, მაგრამ ციფრული ვალუტების გამოშვება ნებადართულია“, -განმარტა მეისერმა.
ევროსაბჭოსგან განსხვავებით, შვეიცარიაში ციფრული ფულის გამოსაშვებად ლიცენზია არ გჭირდებათ. ეს შვეიცარიაში ფიატით გამყარებული კრიპტოვალუტის გამოშვებას ბევრად მარტივს ხდის, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
ტოკენიზირებული XCHF-ს ობლიგაციების გამოშვება ლიცენზიას არ საჭიროებს, თუმცა საჭიროა, რომ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ლიცენზია ქონდეს იმ პლატფორმას, რომელიც XCHF-ს თავის სიაში შეიყვანს. მაგრამ ნებისმიერ პლატფორმაზე, რომელიც ჩამონათვალში დაუშვებს ამ მონეტას, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისთვის ლიცენზია დასჭირდება.
მასალების მიხედვით swissinfo.ch
ასევე წაიკითხეთ
USD Coin-ი Binance-ზე იქნება ხელმისაწვდომი
ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბირჟამ - Binance-მ, ლისტინგში USDC დაამატა. Binance-მ USDC-თვის დეპოზიტები გახსნა და USDC/ BTC-ს ვაჭრობს, ხოლო 17 ნოემბრიდან აღმოსავლეთის სტანდარტული დროით 10:00-ზე USD / BNB წყვილის ვაჭრობა დაიწყება.
Bloomberg-ი: Tether-ს საკმარისი ფიატის რეზერვი გააჩნია
ბოლო პერიოდში Tether-ის სტეიბლკოინის გარშემო სხვადასხვა სახის დავა მიმდინარეობს. ეს ციფრული სტაბილური მონეტა აშშ დოლარის ექვივალენტის სახით გამოიყენება. თეორიაში, 1 Tether-ი მიმაგრებულია 1 აშშ დოლართან. Bloomberg-ის ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ Tether-ის ანგარიშებზე მიმდინარე ბალანსი ტოლია ან აღემატება კიდეც USDT-ს, რომელიც მიმოქცევაში 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით ვრცელდება.