შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში  შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

ცოტა ხნის წინ აფხაზეთი კრიპტოვალუტის ენთუზიასტად იქცა, ისევე, როგორც საქართველო, ქვეყანა, რომლიდანაც ის გამოჰყვეს.

„კრიპტოვალუტის მოპოვების ოპერაციები ე.წ. მაინინგურ ფერმებზე წარმოებს, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად მიტოვებული ძველი საბჭოთა ფაბრიკების ტერიტორიაზე გახსნეს“ - განაცხადა სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელმა ასლან ბასარიამ.

კომპიუტერები, რომლებიც კრიპტოვალუტის მოპოვებაში არიან ჩართულნი, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ. ეს კი ისედაც დატვირთულ  და მაქსიმალურ სიმძლავრეზე მომუშავე ენერგოგადამცემ ხაზებს და ქვესადგურებს დამატებით ტვირთავს. ტემპერატურის ვარდნის შემთხვევაში, არსებობს საშიშროება, რომ მომხმარებლები საერთოდ დენის გარეშე დარჩნენ.

1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარმა ომმა აფხაზეთს უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები დაუტოვა. რუსეთმა, რომელსაც რამდენიმე ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. მაშინ როდესაც დანარჩენი მსოფლიოსთვის აფხაზეთი დე-იურე საქართველოს ნაწილად რჩება.

აფხაზეთშიც და საქართველოშიც კრიპტოვალუტის მიმართ დიდი ინტერესს იჩენენ. საქმეს ასევე დიდი ჰიდროენერგეტიკული კომპლექსი უწყობს ხელს, რომელიც კრიპტოვალუტის მთავარი მამოძრავებელი ელემენტის - ელექტროენერგიის წარმოებას უზრუნველყოფს.

ელექტროენერგიის შედარებით დაბალი ღირებულების პირობებში საქართველო მაინერებისთვის აღთქმის მიწად იქცა. რეალურად მოხმარებადი ენერგიის კუთხით კრიპტოვალუტის მოპოვების სფეროში ჩინეთის შემდეგ საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა. აფხაზეთში დენის ფასი კიდევ უფრო დაბალია. სახლმმართველოები კილოვატში დაახლოებით 0,6 ცენტს იხდიან. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მოხელეების თქმით, დენის მოპარვა სერიოზულ პრობლემად რჩება. მომხმარებლების 30-40 %-ი კი დენის საფასურს საერთოდ არ იხდის.

ყველაზე მეტად აფხაზეთის მყიფე ენერგოსისტემა მაინინგური ოპერაციებისგან ზარალდება. თუმცა, მეორეს მხრივ, კრიპტოვალუტა აფხაზეთს ფულის მოპოვების მსოფლიო ქსელთან დაკავშირების საშუალებას აძლევს. სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფალი კრიპტოვალუტა აფხაზეთს და მასთან ერთად დონეცკის რესპუბლიკას, საერთაშორისო შეზღუდვებისთვის გვერდის ავლით, ინვესტორების მოზიდვის საშუალებას აძლევს.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთის ციფრული კრიპტოვალუტის შექმნაზე, სახელწოდებით „აფხაზეთის რესპუბლიკის მონეტა“.

ერთ-ერთმა სტარტაპმა მონეტის შექმნის იდეა შარშან მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე წამოაყენა. ბლოკჩეინ კომპანია BCSG-ის დირექტორმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტას შეუძლია  აფხაზეთი სრულად გარდაქმნას და მის ეკონომიკას დიდი ბიძგი მისცეს.

როგორ აპირებს აფხაზეთი მასშტაბური კრიპტოვალუტური გეგმების შეთანხმებას ელექტროენერგიის დეფიციტთან - ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება ენერგომომარაგებას, დე-ფაქტო მთავრობა მაინინგური ფერმების კონტროლის სქემებს განიხილავს, რათა მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩეს.

По материалам eurasianet.org

Читайте также

33252018-11-13

მაინინგი მიტოვებულ გვირაბში

კომპანია Northen Bitcoin-ი მიწაში 350 მეტრის სიღრმეზე ჩავიდა, რათა რეკორდულად გააიაფოს Bitcoin-ის მაინინგი და გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის თეორია სრულად დაამსხვრიოს, რომელთანაც ის მიგვიყვანს.

Майнинг
34422018-10-31

კენიელი მაინერები მზის ენერგიას იყენებენ

ბიტკოინის და ეთირიუმის მაინინგისთვის კომპანია Bithub Africa-მ მზის ენერგიის გამოყენება დაიწყო. კენიაში მდებარე მცირე მოცულობის მაინინგური საწარმოს დამფუძნებლისა და მთავარი აღმასრულებელი დირექორის ჯონ კარანიას განმარტებით, ის დარწმუნებულია, რომ მოცემული ტექნოლოგია მთელს აფრიკის კონტინენტზე გავრცელდება და გარემოსთვის მაინინგის ზიანის შესახებ არსებულ სტერეოტიპს დაამსხვრევს .

Майнинг

Последние статьи из раздела Майнинг

Свежее видео на канале

Выбор редакции

742972024-07-25

LendPal.io объявляет о начале бета-тестирования

LendPal.io с объявляет о начале бета-тестирования своей инновационной платформы для криптовалютного P2P-кредитования.

Новости, Стабильные коины, Трейдинг, Инвестиции, Это интересно
749302020-10-30

Топ 10 крипто кошельков в 2020 году

По мере роста популярности криптовалют растет и спрос на качественные и безопасные криптовалютные кошельки.

Кошельки
661162017-12-10

Bitcoin: пирамида или нет?

С января 2009 года, когда был сгенерирован первый генезиз-блок bitcoin-сети, прошло уже девять лет, но до сих пор всякого рода "эксперты" ломают копья в спорах: являются ли криптовалюты финансовой пирамидой или нет. Быстрый рост доходности bitcoin и прибыли тех, кто раньше стал участником этой системы, пугает схожестью с пирамидами 90-х.

Bitcoin
658122018-04-28

on-chain и off-chain управление: за и против

Чтобы понять важность управления блокчейном и дискуссии вокруг этого вопроса, сначала нужно определить что такое управление блокчейном, его роль и цели. Управление блокчейном в сфере криптовалют состоит из двух пунктов: правил протокола (кода) и экономических стимулов, на которых основана сеть.

Blockchain
511282021-05-08

Какие альткоины принесут своим держателям доход в 2021 году?

Мы решили помочь тем, кто хочет заработать на криптовалютах, но не располагает большими средствами, чтобы покупать монеты из первой пятерки рейтинга.

Альткоины
477442018-05-12

Эволюция человека и денег

Развитие биткойна и блокчейна началось приблизительно 70000 лет назад, когда хомо сапиенс превзошли свои биологические лимиты как вид. Это история, которая уходит глубоко корнями в эволюцию человечества.

Это интересно