კრიპტოვალუტური ბირჟა Gemini ОС iOS და Android სისტემებზე მორგებულ მობილურ აპლიკაციას უშვებს

კრიპტოვალუტური ბირჟა Gemini ОС iOS და Android სისტემებზე მორგებულ მობილურ აპლიკაციას უშვებს

ინფორამაციის თანახმად, რომელიც Gemini-ს დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ტაილერ უინკლვოსმა გაავრცელა, 2018 წლის 11 დეკემბერს ბირჟამ ОС iOS და Android სისტემებისთვის Gemini-ის მობილური აპლიკაცია გამოუშვა.

Gemini-ის მობილური აპლიკაცია ისეთი ფუნქციებით არის აღჭურვილი, რომლებიც ვაჭრობის პროცესს და კრიპტოვალუტის შენახვას გაამარტივებს. მარტივი და ინტუიციურად გასაგები აპლიკაციის UX-ინტერფეისი, უსაფრთხოების მაღალი დონის თანხლებით, გამოყენებაში საკმაოდ მარტივი იქნება, მათ შორის, კრიპტოვალუტური სექტორის ახალი მონაწილეებისთვისაც კი.

აპლიკაციის მრავალდონიანი დაცვა ორფაქტურიან აუტენტიფიკაციას მოიცავს და დამატებით PIN-კოდით არის აღჭურვილი, რომელიც კლიენტმა სისტემაში შესასვლელად უნდა დაიმახსოვროს.

აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რეგისტრაციის შემდეგ, ერთი თითის დაჭერით კრიპტოვალუტა იყიდოს, გაყიდოს და შეინახოს. გარდა ამისა, მომხმარებელი კრიპტო-პორტფელის საბაზრო ღირებულებას ადვილად ადევნებს თვალყურს, შეამოწმებს გარკვეული კრიპტოვალუტის ფასს. ამასთანავე მიიღებს ისეთ მონეტებზე, როგორებიცაა bitcoin, ether, bitcoin cash და Zcash-ი ფასების შესახებ ქრონოლოგიურ მონაცემებს, მათი რეგისტრაციის მიუხედავად. რეალური დროის რეჟიმში ფასების კონტროლი კლიენტს საშუალებას აძლევს თავისი პორტფელის ყველა ცვლილების შესახებ მიიღოს ინფორმაცია.

გარდა ამისა, აპლიკაციას აქვს ფასის ცვლილებაზე სპეციალური შეტყობინების დაყენების ფუნქცია, რომელიც ფასის  გარკვეული პროცენტით შეცვლის შემთხვევაში, მომხარებელს შეტყობინებას გაუგზავნის. ფუნქცია „განმეორებითი ყიდვა“ შეკვეთის ნებისმიერი სიხშირით და რაოდენობით განმეორების შესაძლებლობას იძლევა.

როგორც ჩანს, ბაზარზე შექმნილი სიტუაცია, რომელმაც ბევრი მოთამაშე ბაზრიდან გაიყვანა, ძმებს უინკლვოსებს საერთოდ არ შეეხო და ისინი, კრიპტოვალუტის სამომავლო პოტენციალს კვლავაც მხარს უჭერენ . აღნიშნული აპლიკაციის გაშვების გარდა, სექტემბერში ძმებმა სტაბილური ტოკენი Gemini Dollar-ი გამოუშვეს, რომელიც აშშ დოლარზე არის მიბმული.

თუ რა ელოდება ტყუპ-მილიონერ ძმებს მომავალში - უცნობია, მაგრამ მათ კრიპტოვალუტით ფულის შოვნა ჯერ კიდევ შეუძლიათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ SEC-ი ბოლოს და ბოლოს ბიტკოინ-ETF-ს აღიარებს.

მასალების მიხედვით btcmanager.com

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან გადაცვლა

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

65142018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43902018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
34492018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
34192018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
33642018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain