გუშინ დათვებმა ფასების ძირითადი მხარდაჭერების ქვემოთ დაყვანა ვერ შეძლეს. თუმცა, მინიმუმი ძალიან ახლოს დაფიქსირდა. იქნება თუ არა წარმატებული, დღევანდელი გარღვევის მცდელობა?
BTC/USD
გუშინ, დღის პირველ ნახევარში, 4400.00 USD მხარდაჭერის დონემ ბიტკოინის შემცირება შეაჩერა. რაღაც მომენტში Bitcoin-ის ფასმა ორშაბათის მინიმუმის სივრცეში დაიწყო აღდგენა. მაგრამ დათვებმა წნეხი განაახლეს და ფასმა 4761.00 USD-ზე ზემოთ ასვლა ვერ მოასწრო. ეს იყო დღის მაქსიმუმი, რის შემდეგაც დათვები ცდილობდნენ ფასი ფსიქოლოგიურ დონემდე 4000.00 USD დაეწიათ. წლიური მინიმუმი ძალიან ახლოს დამყარდა - 4048.58 USD.
ამაღამ ბიტკოინის ფასი ასხლტდა 4400.00 USD დონემდე და ამ მიდამოში გამყარებას ცდილობს. თუ დღეს 4900.00 USD დონემდე აღდგენა მოხერხდა, მაშინ 5500.00 USD-მდე ასვლის გამოჩნდება იმედი. თუ დათვები ინიციატივას 4700.00 USD დონემდე გადაჭრიან, მაშინ ფსიქოლოგიური "ოთხიათასი", დღეს გაირღვევა. მომდევნო წლიურ მინიმუმს 3750.00 USD უნდა ველოდოთ.
XRP/USD
გუშინ Ripple-ს ფასმა მაღალი ვოლანტილობა გამოცადა. ფიბონაჩის ნულოვანი დონის 0.450 USD-ს გარღვევა და 0.400 USD-ს მხარდაჭერის რე-ტესტმა არ შეუშალეს XRP-ს ფასს დღიური მაქსიმუმი 0.461 USD წერტილში დაემყარებინა. დღის მიწურულს ვოლანტილობა არ შემცირებულა და დღე 0.425 USD კოტირებით დასრულდა. ვვარაუდობთ, რომ მსგავსი ფასის ნერვული მოძრაობა დღესაც გაგრძელდება. თუ ბაზარი უმნიშვნელო აღდგენის შემდეგ დაეცემა, მაშინ 0.400 USD დონის მხარდაჭერა ვერ შეძლებს წყვილ გვერდულში შეინარჩუნოს და ფასი 0.330 USD-მდე ჩაჯდება.
ETH/USD
გუშინ დათვებმა ვერ შეძლეს 120.00 USD-ს მხარდაჭერა შეემოწმებინათ. გლობალური მინიმუმი 121.64 USD-ს წერტილში დამყარდა. ასხლეტვის მერეც, ცადეს დათვებმა დაენარცხებინათ ფასი 120.00 USD-ზე, ჯამში მათ ეს არ გამოუვიდათ.
ვვარაუდობთ, რომ დღეს ამ მხარდაჭერის გადალახვის მცდელობა განახლდება. თუ ეს სინამდვილეში მოხდება, მაშინ Ethereum-ის გლობალური მინიმუმის წანაცვლება, მოსალოდნელია 107.00 USD-მდე.
*ყველა ფასის მოცემულობა მოყვანილია ბირჟა BitStamp-ის მონაცემების გამოყენებით
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 29.11.2018-სთვის
გუშინ ბაზარზე კორექცია დაიწყო, რომელიც დღესაც გაგრძელდება. შევეცდებით გავნსაზღვროთ ზრდის მიზნობრივი დონეები.
EOS, Stellar Lumen, Bitcoin Cash და Litecoin ანალიზი 19.12.2018-სთვის
რამდენად ღრმა ვარდნა იქნება დღეს წუხანდელი მაქსიმუმიდან? გაგრძელდება თუ არა ზრდა?