მიმდინარე კვირის ძირითადი კრიპტოვალუტური წყვილების ბაზრის მიმოხილვა ( 17.12.2018-დან 23.12.2018-მდე)

მიმდინარე კვირის ძირითადი კრიპტოვალუტური წყვილების ბაზრის მიმოხილვა ( 17.12.2018-დან 23.12.2018-მდე)

დღევანდელ მიმოხილვაში ფასების საერთო დინამიკას გადავავლებთ თვალს.

BTC/USDგასული კვირიდან, მინიმუმების განახლების მრავალი ჯერის შემდეგ გვახსენდება ის ფაქტები, რომლებიც ბოლოს, 15 დეკემბერს 3122.28 USD-ის ნიშნულზე დაფიქსირდა, ძლიერმა დათვურმა ზეწოლამ დაიკლო და ბაზარმა ზრდის ნიშნები გამოავლინა.

ყველაფერი ორშაბათს დაიწყო, როდესაც BTC-ის ფასი ხანგრძლივი კონსოლიდაციის შემდეგ, 3421.00 USD-ის იისფერი წინააღმდეგობის გადალახვა მოახერხა. შემდგომმა ზრდამ ჩამოაყალიბა მწვანე არხი, რომელშიც კვირის 4171.00 USD-ის მაქსიმუმი დამყარდა. თუ კი ფსიქოლოგიური 4000.00 USD-ის დონეზე მხარს დაუჭერდა, ამ კვირის დასასრულამდე BTC-ის ფასი მწვანე არხის ჩარჩოში შეძლებდა ფიბონაჩის 38.2%-იანი (4429.37 USD) დონის შემოწმებას. თუმცა, ტრენდული ხაზის დახრილობის კუთხე ზედმეტად მაღალი იყო და ფასი აპ-ტრენდის არხში ვერ შენარჩუნდა. შემდეგ ჩვენ ველოდით შემცირების განახლებას.


Bitfinex-ის ბირჟაზე გრძელი პოზიციებიდან გამომდინარე, რომელიც ამ დროს დაიხურა, ზრდის შეწყვეტას მხოლოდ ჩვენ არ ვვარაუდობდით. ლონგების რაოდენობამ 35 ათასიდან 25 ათასამდე დაიკლო, მოკლე პოზიციების რაოდენობა კი 40 ათასამდე გაიზარდა.

თუმცა, 3750.00 USD-ის მხარდაჭერა BTC/USD-ის წყვილს მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში გვერდულში აკავებდა, დღეს კი ხარულმა ბიძგმა 23.6%-იანი წინააღმდეგობა გადალახა და ფასი 4000.00 USD-ის ფსიქოლოგიურ დონემდე აწია. ამან მიმდინარე სიტუაციის ინტრიგის შენარჩუნება გამოიწვია. თუ დღეს ფიბონაჩის 23.6% ბიტკოინს დაკლებისგან შეაკავებს, ჩვენ მისი 38.2%-ის (4429.37 USD) რე-ტესტისა და ფასის აპ-ტრენდის მწვანე დერეფანში დაბრუნების ხილვა შეგვეძლება. თუ კი ოთხიათასიანი დონიდან უკუსვლის დროს წყვილი 3750.00 USD-ის მხარდაჭერას გაარღვევს, მაშინ ჩვენი პესიმისტური სცენარი შემცირების შესახებ გამართლდება.

XRP/USDRipple-მა ამ კვირას ყვითელი დერეფნიდან 0.393 USD-ის წერტილში კვირის მაქსიმუმამდე შეძლო აღდგენა. ჩვენი შემდგომი პესიმისტური სცენარი ფასის 0.330 USD-ის მიზნობრივი დონის დაკლებისკენ, ჯერჯერობით 0.345 USD-ის მიდამოში შეჩერდა. ამაღამ ხარულმა იმპულსმა ფასი 0.370 წინააღმდეგბასთან დააბრუნა. თუ დღის განმავლობაში ამ დონის თავზე გამყარება მოხერხდება, მაშინ შემდეგი კვირა ამ დრომდე მიუღწეველი 0.400 USD-ის ზღვრულიდან დაიწყება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირის დასაწყისში 0.330 USD-ის მხარდაჭერა, როგორც იქნა, XRP/USD-ის წყვილს შეხვდება და შემცირება გაგრძელდება.

ETH/USD

Ethereum-მა ამ კვირის განმავლობაში ყველაზე უკეთესი შედეგი გამოავლინა. გუშინ ღამე ხარული იმპულსის დახმარებით 120.00 USD-ის წინააღმდეგობა გადალახა და დილით კვირის მაქსიმუმი 131.18 USD-ის დონემდე განაახლა. შედეგად  მიმდინარე კვირის განმავლობაში ეთერეუმმა 55% პროცენტზე მეტით შეძლო აღდგენა. თუ დღეს ETH-ის ფასი მწვანე დერეფანში, 120.00 USD-ის თავზე შეძლებს გამყარებას, მაშინ შემდეგი კვირისთვის სავსებით შესაძლებელია ფიბოს 38.2 %-იანი (135.17 USD) დონის რე-ტესტი.

ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელი ღამის იმპულსი საკმარისი მოცულობის მხარდაჭერით მიმდინარეობდა, მაგრამ მაინც იმაზე ნაკლები იყო, რომელმაც პარასკევს ეთერეუმის ფასი 120.00 USD-ის მიდამოში აიყვანა. ფასის უკუსვლამ 120.00 USD-ის ნიშნულის ქვემოთ აპ-ტრენდის შეწყვეტა და შესაძლოა შემდეგი კვირიდან შემცირების განახლება გამოიწვიოს.

ასევე წაიკითხეთ

16082018-12-10

კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD, ETH/USD ანალიზი 10.12.2018-სთვის

გასული  კვირის დასასრულს კორექციული აღდგენის პროცესის მომსწრენი გავხდით. შეძლებენ თუ არა ფასები კვირის დასაწყისისთვის მიზნობრივ დონის მიღწევას.

ანალიტიკა
15802018-11-08

XMR-ისა და ADA-ს ანალიზი 08.11.2018-სთვის

გუშინდელი ზრდის გარკვეული შეზღუდვის მიუხედავად, საერთო ტრენდი ხარული რჩება და კვირის ბოლოსთვის ალტკოინების უმეტესი ნაწილის ფასი მაღალ პოზიციებზე უნდა დაიხუროს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ADA/USD ტრეიდერებს მხარდაჭერის დონეზე სტოპების დროს შეიძენენ.

ანალიტიკა

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან ანალიტიკა

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64342018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33702018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33542018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32782018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain