ფასების მდორე შეცვლამ ბაზარი გვერდულიდან ვერ გამოიყვანა. ფასების მხარდაჭერისკენ გადანაცვლებით ასევე მდორედ შეიძლება აღდგეს.
BTC/USD

ჩვენი ვარაუდები გვერდულის გაგრძელებისა გამართლდა, მდორე და არათამამი ფასის კლება წარმოადგენდა გვერდულა დიაპაზონის ამპლიტუდის გაფართოებას. ზედა იასამნისფერი სამკუთხედის საზღვრისკენ გადანაცვლებით, მოძრაობა გვერდულა დერეფანში გაგრძელდა.
იმის გათვალისწინებით, რომ უქმეებზე ვაჭრობის მოცულობა იკლებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ვიქენდს Bitcoin-ის ფასი მხარ-თეძოზე წამოწოლილად გაატარებს. ამიტომ ვიკრებთ მოთმინებას და ვაგრძელებთ თვალ-ყურის დევნას წყვილის დინამიკაზე.
ETH/USD

ანალოგიური სიტუაციაა Ethereum-ის ფასის მდორე დაკლებით. საშუალო ფასებიდან, 200.00USD-ის მხარდაჭერასთან ჩამოგორებული, წყვილმა განაგრძო ვიწრო კონსოლიდაცია. დღეს შესაძლებელია ETH-ს ფასის აღდგენა საშუალო სრიალა EMA55-სთან. რამდენ ხანს გააგრძელებს ეთირი ტრეიდერების მოთმინების გამოცდას გვერდულში ყოფნით - რთულია თქმა. სავარაუდოდ, უქმეები სიწყნარეში ჩაივლის, თუ რამე ინფორმაციული შემოგდება აჟიოტაჟურ პანიკას არ დათესავს მონიტორებთან მიწებებულ აზიურ ტრეიდერებში.
XRP/USD

Ripple-ს იდეალური სიტუაცია აქვს, როდესაც ოთხსაათიან თაიმ-ფრეიმში საშუალო სრიალა, დაემთხვა ფიბანაჩის ნულოვან დონეს 0.450 USD. ორმაგი მხარდაჭერის გამოყენებით, XRP-ს ფასი შეიძლება იდეალური მაქსიმუმამდე 0.474 USD აღდგეს. ეს ყველაფერი იმიტომ ხ, რომ კლებისას ისევ მოახდინოს გვერდულის დიაპაზონში დემონსტრაცია, ფლეგმატების ნერვების დაწყნარებით, ამავდროულად ჰოლერიკების მოთმინების შემოწმებით.
*ყველა ფასის მოცემულობა BitStamp ბირჟის მიხედვით არის მოყვანილი
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash ABC, Stellar Lumen, EOS-ისა და Litecoinის ანალიზი 19.11.2018-სთვის
გასულ უქმეებზე, კონსოლიდაციის შემდეგ, ფასის კლება განახლდა. დღეს წლიური მინიმუმების განახლებას ისევ ველოდებით
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD, ETH/USD ანალიზი 20.11.2018-სთვის
საერთო ფასის კლება ბაზარზე გრძელდება, ხოლო Repple-მ ფართო გვერდულა დიაპაზონის შენარჩუნება შეძლო. რა დონეზე შეჩერდება დღეს დაკლება?

