ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

როდის დაიწყეს საბირჟო ტერმინოლოგიაში ხარისა და დათვის გამოსახულება – ზუსტად ცნობილი არაა. ერთი ვერსიით, მათი გამოჩენა ჩვენ მე-18 საუკუნის დასაწყისში გადაგვისვრის და შოტლანდიელ ლეიბ-ექიმსა და სატირიკოსს, სამეფო საზოგადოების წევრს ჯონ არბუთნოტ/John Arbuthnot უკავშირდება. მის ნაწარმოებში «ჯონ ბულის ისტორია» , რომელიც 1712 წლით თარიღდება, მთავარი გმირი John Bull -ი სხვა პერსონაჟთან ხელჩართულ ბრძოლას იწყებს, რომლის ზედმეტსახელი Bear იყო, ეს მოქმედება კი ლონდონის საფონდო ბირჟის მიდამოებში ხდებოდა. (თუმცა ოფიციალურად ბირჟა 1801 წელს იყო დაფუძნებული, სათავეს კი 1570 წლებიდან იღებს). მათი ჩხუბის ხასიათი მათ სახელებს მართლად შეესატყვისებოდა და რეალური ცხოველების ქცევებს ჰგავდა, რაც ჩრდილოამერიკელებმა აღნიშნეს, ვინც ამ ტიპის ბრძოლებს რეალურ ხარებსა და კალიფორნიულ დათვ-გრიზლებს შორის აწყობდა. ხარი (ინგლ. Bull) დათვის (ინგლ. Bear) ქვემოდან თავით აგდებას ცდილობდა, მეორე კი - მოწინააღმდეგის დაგდებას და დამიწებას. დოქტორ არბუთნოტის მიერ აღწერილი ეს ეპიკური ბრძოლა ბირჟის საპირისპირო პირების - მყიდველისა და გამყიდველის სახელწოდებად იქცა.

მყიდველები (ხარები) დარწმუნებულნი არიან, რომ ფასი შესაძენ აქტივზე მოიმატებს, და ამიტომ ახლა ყიდვისას მომავალში მათი უფრო ძვირად გაყიდვა შეიძლება, ამასობაში კი ფასთა სხვაობით სარგებელის მიღებაც კი.

გამყიდველები (დათვები) თვლიან, რომ აქტივის ფასი, რომელიც მათ გააჩნიათ, გაუფასურდება და ცდილობენ ძვირად გაყიდონ, რომ მერე, ფასის დავარდნისას, იაფად გამოისყიდონ.

ხარები და დათვები საბირჟო ტერმინოლოგიაში არამხოლოდ მოთამაშეების, არამედ სხვა, ბაზარზე ფასის ზრდასთან და ვარდნასთან დაკავშირებული ცნებების აღსანიშნავადაც მკვეთრად დამყარდა. ვარდნის ტრენდს დათვისას უწოდებენ, აღმავლობითს – ხარისას. ნეგატიურ ამბებს, რომლებიც ბაზრის რეცესიას იწვევს, დათვის ხასიათი ეწოდება, პოზიტიურ მოვლენებს კი - ხარის ხასიათი. გერმანიაში, ფრანკფურტის საფონდო ბირჟის მოპირდაპირე მხარეს, ხარისა და დათვის ძეგლი დგას, როგორც მუდმივი ორი მიმდევრობის დაპირისპირების სიმბოლო – ზრდისა და დაცემის. ველური ბუნების წარმომადგენლის ძეგლები ასევე ნიუ-იორკსა და შანხაიში შეგვხვდება.

საკუთარი აქტივობით მყიდველები და გამყიდველები ბირჟაზე ფასებს ამოძრავებენ, ისევე როგორც მოთხოვნა და შეთავაზება საქონელზე ფასს რომელიმე მათგანის უპირატესობით ამოძრავებს. ეს მექანიზმი კემპბელ მადონელმა და სტენლი ბრიუმ ერთობლივ სტატიაში „ეკონომიკსში“ 1960 წელს აღწერეს.

თამაშის/სპეკულაციის ტექნიკა თანამედროვე პირობებში ელექტრონულ ბირჟების მოედანზე ძირეულად განსხვავდება იმისგან, რაც ნაცნობ მეოცე საუკუნეში იყო. კრიპტოვალუტის აქტივების ბირჟაზე გამოსვლით კი მათი საფასურის მომატების ან დაკლებისთვის მთელი რიგი სტრატეგიები მუშავდება. ამგვარი სპეკულაციების მონაწილეები არამხოლოდ თვითონ ტრეიდერები, არამედ პროგრამა-ბოტებიც შეიძლება იყვნენ.

უეცარი ვარდნის ტექნოლოგიას «ფამფი» (ინგლ. Pump – დატუმბვა) ეწოდება. აქტივის მიზანმიმართული შეძენა კურსის ხანმოკლე ზრდისკენაა მიმართული. იგი საკმაოდ დიდი ოდენობით რესურსის მარაგს და მოთამაშეებს –ფამფი მონაწილეებს შორის ზუსტ შეთანხმებას მოითხოვს. სქემატურად ალგორითმი შეიძლება ასე აღვწეროთ: საწყის ეტაპზე გარკვეული რაოდენობის კრიპტოაქტივის მარაგი შეისყიდება, შემდგომ ახალი ამბების ფონი საგულდაგლოდ მზადდება და აჟიოტაჟური მოთხოვნა იქმნება. «შესყიდვებით» პროვოცირებული ფასის ხელოვნური კურსის განგრძობითი ზრდით არსებულ ღირებულებას თვალსაჩინოდ ადასტურებს. შემდგომ ეტაპზე, წინასწარ ფასის დადგენილ დონეზე შეთანხმებით, ნებართვები გაყიდვაზე გამოცხადდება. იმ დროისთვის, როდესაც ჩვეულებრივი მოთამაშეები ბაზარზე მხოლოდ საყიდლად შემოდიან, ფამფერები მათ აქტივებს «გაბერილი» ფასით მიჰყიდიან, რომელიც მალევე იფუშება.

«დამფი» (ინგლ. Dump – ჩახშობა) – აქტივების მიზანმიმართული გაყიდა კურსის ხელოვნური დაგდებით.

ამგვარად, ჩვენ სხვა საბირჟო ფაუნის ბინადრებს მივუახლოვდით.

ვეშაპები – ეს ბირჟაზე მსხვილი და გამოცდილი მოთამაშეები არიან, რომლებსაც ბაზარზე ფასები სწორი მიმართულებით წაყვანა ძალუძთ.


თხუნელები – ტრეიდერები, ვაჭრობისას შეცდომების დამშვებები, ბირჟაზე პანიკისა და აჟიოტაჟის ამყოლები.


მგლები – დიდი გამოცდილების მქონდე ტრეიდერები, შეცდომებს პრაქტიკულად არ უშვებენ და წამგებიან გარიგებას არ ახორციელებენ.


ფასების სწორი მიმართულებით ამოძრავებისთვის ვეშაპებს საკუთარი აქტივების საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, მომენტალური გაყიდვის ნებართვის გაცემით შეუძლიათ. ეს ფასის სწრაფ დაცემას განაპირობებს, რაც მკვეთრი ვარდნის შთაბეჭდილებას ტოვებს.

შემდეგ ვეშაპი ტრეიდერების რეაქციას ადევნებს თვალყურს, რომლებმაც შესაძლოა ვეშაპების მაგალითს მიბაძონ და აქტივების გაყიდვა დაიწყონ. ფასი ვარდნას განაგძნობს და აქტივის ყიდვისთვის ვეშაპისთვის მისაღებ ღირებულებას უახლოვდება. ვეშაპის «შესყიდვის» შედეგად, ფასი საწყის ნიშნულს ისევ დაუბრუნდება. მარაგში საკმარისი აქტივის არსებობისას, შესაძლებელია აიძულო ფასი, სასურველი მიმართულებით იმოძრავოს, გარიგების შესრულების გარეშეც კი, თუ ბლეფის ტაქტიკას გამოვიყენებთ. გამარტივებულად ეს ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: გადადებული შესყიდვის ან გაყიდვის უფლებები დაიდება, რაცაც საბირჟო ჭიქის კედელზე ფასის ჩამოყალიბების ფორმირება ახლავს თან.

კედელი - მსხვილი უფლება, რომელსაც კურსის ვარდნისა ან ზრდის შეჩერება შეუძლია.

ჭიქა - საბირჟო აქტივების მიმოქცევის შესყიდვისა და გაყიდვის უახლოესი ერთობლიობა. სხვაგვარად მას ორდერის წიგნი ეწოდება (book order).

პასიური ორდერები – დადგენილი ორდერები განსაზღვრული ფასით, საბაზროსგან განსხვავებული. ისინი ჭიქაში არიან, მანამ, სანამ მათ ბაზრის ფასი არ მიუახლოვდება.

აგრესიული ორდერი – ეს ყიდვისა ან გაყიდვის განაცხადია, რომელიც მომენტალურად სრულდება, მოცემულ მომენტში აქტივის ფასით. ასეთი ორდერები ბაზარს ამოძრავებენ, და რაც უფრო დიდია ორდერი, მით უფრო მეტად გადაადგილდება ბაზარი.

უბრალო ტრეიდერებიჭიქის ანალიზისას ვარაუდობენ, რომ მასზე არსებული კედლის გამო ფასი არ გაიზრდება ან შემცირდება, აქედან გამომდინარე თავიანთ შეთავაზებას გაყიდვის თუ შესყიდვის ორდერების წიგნში აქვეყნებენ. სინამდვილეში კი, როდესაც საბაზრო ღირებულება უახლოვდება კედელს, იგი ქრება.

 ვეშაპები თავიან მსხვილ ორდერს უბრალოდ აუქმებენ. ამგვარად კურსი ვეშაპისთვის სასურველი მიმართულებით მოძრაობს, ხოლო ტრეიდერი, რომელიც ფასის ცვალებადობას ამ მიმართულებით არ ელოდა პანიკაში გარიგებებს წაგებით ხურავს, როდესაც ვეშაპები დადაბლებული ფასით წალეკავენ აქტივებს, ან მათ ამაღლებულ «ჰაი» (ინგლ. High) ფასებზე უშვებენ, რის შემდეგაც ფასი ისევ პირვანდელ ნიშნულს უბრუნდება.

ლოსები – ეს არიან ტრეიდერები, რომელიც გარიგებას წამგებიანად ხურავენ (ინგლ. Loss-დანაკარგი)


ეს ცხოველთა სამყაროს მხოლოდ რამდენიმე ტიპიური წარმომადგენელია, რომელიც ბირჟის არაოფიციალურ ტერმინოლოგიაში გამოიყენება. აქ ღორები, წიწილები, ცხვრები და ექზოტიკური ლემინგებიც კი გვხვდება.



ასევე წაიკითხეთ

30462018-12-16

როგორ ამოვიცნოთ "მატყუარა" ტოკენი?

კრიპტობაზარზე უამრავი ტოკენის გამოჩენასთან ერთად, ინვესტიციების ობიექტის შერჩევა უფრო და უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს. საეჭვო კრიპტოვალუტის სამი ძირითადი კრიტერიუმის გათვალისწინება დაგვეხმარება გავერკვეთ ალტკოინების სამყაროში.

სწავლება
28552018-11-15

არბიტრაჟი - მარტივი და გასაგები შემოსავალის წყარო

ერთსა და იმავე აქტივზე ფასის განსხვავება სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმაზე გვაძლევს საარბიტრაჟო გარიგებებით მოგების მიღების საშუალებას.

სწავლება

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან სწავლება

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

51972018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
34632018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
26852018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
26492018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
24142018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain