ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

თუ ბლოკჩეინის გამოყენების მთავარ სფეროს - კრიპტოვალუტებს ცოტა ხნით გვერდზე გადავდებთ და სისტემას დეტალურად შევისწავლით აღმოჩნდება, რომ ბლოკჩეინი თვისობრივად მონაცემთა შენახვის დეცენტრალიზირებული ტექნოლოგიაა. მთავარი კი ისაა, რომ აქ სისტემის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში დაგროვილი აფსოლუტურად ყველა მონაცემი ინახება. ინახება საკმაოდ საიმედოთ, მონაცემთა დამახინჯების მინიმალური შესაძლებლობით.

საგულისხმოა, რომ „დეცენტრალიზირებული შენახვა“ და „გადანაწილებული შენახვა“ თვისობრივად სხვადასხვა მცნებებია და ერთმანეთის ექვივალენტური არ არის.

მარტივი აღთქმისთვის მაგალითს მოგიყვანთ: დავუშვათ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ბიბლიის დეცენტრალიზირებულად შენახვა გადაწყვიტა. ამისთვის ყოველი მათგანი წიგნის საკუთარ ეგზემპლიარს შეინახავდა. გადანაწილებული შენახვის შემთხვევაში კი - წიგნს ჯგუფში არსებულ ადამიანთა რაოდენობის გათვალისწინებით ტოლ ნაწილებად დაყოფდნენ და თვითოეული მხოლოდ ერთი წიგნის საკუთარ ნაწილს შეინახავდა.

საერთო ჯამში გადანაწილებული შენახვა ნაკლებ ადგილს და მოცულობას საჭიროებს, თუმცა დეცენტრალიზირებული ვარიანტი გაცილებით საიმედოა. თუ ასი ადამიანი ერთი წიგნის ას ეგზემპლიარს ინახავს, ყოველთვის შეიძლება დაკარგული ფურცლის აღდგენა ან ეგზემპლიარებს შორის ინფორმაციის სისწორის გადამოწმება.

ახლა კი ციფრული ტექნოლოგიების სამყაროდან ფლორასა და ფაუნაში გადავინაცვლოთ და იქ მიმდინარე პროცესებს დავაკვირდეთ. 

საშუალო სკოლის ბიოლოგიის წიგნში დაწვრილებით არის აღწრილი ადამიანი ემბრიოგენეზის პროცესი. „კოდი“, რომლითაც იწერება გენომი საერთო და დეცენტრალიზირებულია დედამიწაზე არსებული ნებისმიერი ორგანიზმისთვის. ანუ ჭიაყელა Caenoharbditis elegans-ს, მწერ დროზოფილას და თაგვსაც კი - ერთნაირი მეთოდით დაწერილი კოდი აერთიანებს. თუმცა განცვიფრებას არა მხოლოდ ეს იწვევს. ადამიანის და ჭიაყელას გენომების დაახლოებით 50 %-ი იდენტურია. თაგვების შემთხვაში გენურ დონეზე მსგავსება კიდევ უფრო დიდია და 80 %-ს აღწევს.

ევოლუციური თვალსაზრისით ყველაზე ახლო არსებებთან ადამიანს კიდევ უფრო ნაკლები სხვაობა აქვს. შიმპანზეს და ადამიანის გენომების 95 % სრულად იდენტურია. და მხოლოდ განსხვავებული 5 %-ი გვაქცევს ჩვენ ადამიანებად. და რომ არა ეს 5 % თქვენ ახლა სულ სხვა არსება იქნებოდით, სადმე არიკაში პალმის ძირში არხეინად იჯდებოდით და ბანანს შეექცეოდით.

ამრიგად გენომი ინფორმაციის კოდირების დეცენტრალიზირებული მეთოდია იმის თაობაზე, თუ როგორ ავაწყოთ კონკრეტული ბიოლოგიური სახეობის შესატყვისი ცოცხალი ორგანიზმი. ამასთან ერთად, კონკრეტული სახეობისთვის გენეტიკური ინფორმაცია არ არის მკაცრად ინდივიდუალური, რაზეც სხვადასხვა განსხვავებულ სახეობებს შორის გენომების მსგავსება მიუთითებს.

ცოცხალი ორგანიზმების სახეობების გენერაცია ანუ ევოლუცია ბლოკჩეინების ფორკების კონცეფციას ყველაზე მეტად გავს. კრიპტოვალუტის ცალკეული პარამეტრების ცვლილება ახალი სახეობას აყალიბებს, თუმცა ორიგინალური ჯაჭვის ინფორმაციასაც ინახავს.

ადამიანის დნმ-ი, ქრომოსომები, გენური სისტემა როგორც ასეთი - მსოფლიოში უძველესი და ბლოკჩეინ კონცეფციის წამატებული რეალიზაციის პირველი და ყველაზე ნათელი მაგალითია.  

რა თქმა უნდა ბუნების თუ სამყაროს შექმნელის (თქვენი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტეთ, რომელი ვარიანტია მისაღები) ქმნილება გაცილებით სრულყოფილია. მაგალითად გენომში თვითგადარჩენის და თავის დაცვის გზებია ჩადებული. თუმცა საერთო ჯამში ის ბლოკჩინის კლასიკურ იდეოლოგია მისი შესატყვისია. 

საერთო ჯამში - ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია


ასევე წაიკითხეთ

17072018-11-30

TRON blockchain-ზე დაფუძნებულ გეიმინგნდუსტრიაში $100 მილიონის ოდენობის ინვესტიციას ჩადებს

29 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში Tron-მა blockchain სათამაშო ფონდის გაშვების გეგმების შესახებ განაცხადა. მისი სახელი Tron Arcade იქნება. ფონდი Tron Arcade, რომელიც „დეველოპერების შესაძლებლობების გაფართოებისთვის“ შეიქმნა, მომავალი სამი წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მიიღებს.

Blockchain
20802018-11-02

კრიპტოვალუტური მილიონერი ბლოკჩეინზე პირველი სმარტ-ქალაქის მშენებლობას გეგმავს

ნევადას შტატში მდებარე უზარმაზარი მიწის ნაკვეთი ადგილობრივი ინტრიეგების სამიზნედ იქცა, რადგან ის წელს, ნაღდი ანგარიშწორებით, 170 მილიონ აშშ დოლარად, კომპანია Blockchains LLC-მა იყიდა. კომპანიის მფლობელმა - იურისტმა და მილიონერმა ჯეფრი ბერნსმა წინა კვირას თავის საკუთრებას Polaris-ის ფირმის კვადროცილიკთ გასაცნობი წრე დაარტყა.

Blockchain

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან Blockchain

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

61642018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
40572018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33142018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
32912018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
31992018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain