კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.
ცოტა ხნის წინ აფხაზეთი კრიპტოვალუტის ენთუზიასტად იქცა, ისევე, როგორც საქართველო, ქვეყანა, რომლიდანაც ის გამოჰყვეს.
„კრიპტოვალუტის მოპოვების ოპერაციები ე.წ. მაინინგურ ფერმებზე წარმოებს, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად მიტოვებული ძველი საბჭოთა ფაბრიკების ტერიტორიაზე გახსნეს“ - განაცხადა სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელმა ასლან ბასარიამ.
კომპიუტერები, რომლებიც კრიპტოვალუტის მოპოვებაში არიან ჩართულნი, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ. ეს კი ისედაც დატვირთულ და მაქსიმალურ სიმძლავრეზე მომუშავე ენერგოგადამცემ ხაზებს და ქვესადგურებს დამატებით ტვირთავს. ტემპერატურის ვარდნის შემთხვევაში, არსებობს საშიშროება, რომ მომხმარებლები საერთოდ დენის გარეშე დარჩნენ.
1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარმა ომმა აფხაზეთს უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები დაუტოვა. რუსეთმა, რომელსაც რამდენიმე ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. მაშინ როდესაც დანარჩენი მსოფლიოსთვის აფხაზეთი დე-იურე საქართველოს ნაწილად რჩება.
აფხაზეთშიც და საქართველოშიც კრიპტოვალუტის მიმართ დიდი ინტერესს იჩენენ. საქმეს ასევე დიდი ჰიდროენერგეტიკული კომპლექსი უწყობს ხელს, რომელიც კრიპტოვალუტის მთავარი მამოძრავებელი ელემენტის - ელექტროენერგიის წარმოებას უზრუნველყოფს.
ელექტროენერგიის შედარებით დაბალი ღირებულების პირობებში საქართველო მაინერებისთვის აღთქმის მიწად იქცა. რეალურად მოხმარებადი ენერგიის კუთხით კრიპტოვალუტის მოპოვების სფეროში ჩინეთის შემდეგ საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა. აფხაზეთში დენის ფასი კიდევ უფრო დაბალია. სახლმმართველოები კილოვატში დაახლოებით 0,6 ცენტს იხდიან. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მოხელეების თქმით, დენის მოპარვა სერიოზულ პრობლემად რჩება. მომხმარებლების 30-40 %-ი კი დენის საფასურს საერთოდ არ იხდის.
ყველაზე მეტად აფხაზეთის მყიფე ენერგოსისტემა მაინინგური ოპერაციებისგან ზარალდება. თუმცა, მეორეს მხრივ, კრიპტოვალუტა აფხაზეთს ფულის მოპოვების მსოფლიო ქსელთან დაკავშირების საშუალებას აძლევს. სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფალი კრიპტოვალუტა აფხაზეთს და მასთან ერთად დონეცკის რესპუბლიკას, საერთაშორისო შეზღუდვებისთვის გვერდის ავლით, ინვესტორების მოზიდვის საშუალებას აძლევს.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთის ციფრული კრიპტოვალუტის შექმნაზე, სახელწოდებით „აფხაზეთის რესპუბლიკის მონეტა“.
ერთ-ერთმა სტარტაპმა მონეტის შექმნის იდეა შარშან მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე წამოაყენა. ბლოკჩეინ კომპანია BCSG-ის დირექტორმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტას შეუძლია აფხაზეთი სრულად გარდაქმნას და მის ეკონომიკას დიდი ბიძგი მისცეს.
როგორ აპირებს აფხაზეთი მასშტაბური კრიპტოვალუტური გეგმების შეთანხმებას ელექტროენერგიის დეფიციტთან - ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება ენერგომომარაგებას, დე-ფაქტო მთავრობა მაინინგური ფერმების კონტროლის სქემებს განიხილავს, რათა მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩეს.
მასალების მიხედვით eurasianet.org
ასევე წაიკითხეთ
ოთხი დღის განმავლობაში მაინერმა მხოლოდ $1.07 გამოიმუშავა
Reddit-ის მომხმარებელმა - „nstran541“-მა განაცხადა, რომ აპლიკაცია WinMiner დახმარებით 4 დღის მანძილზე კრიპტოვალუტის გამომუშავების გზით მისმა შემოსავალმა $1.07 შეადინა. მაინერმა არ დააზუსტა, თუ კონკრეტულად რა მონეტას გამოიმუშავებდა, მაგრამ უკმაყოფილებას სხვა მომხმარებლებიც იზიარებენ, რადგან ამ ეტაპზე ელექტროენერგიის საფასური ბევრად აღემატება გამომუშავებული კრიპტოვალუტისგან მიღებულ მოგებას და ამის გამო ბევრმა მაინერმა კრიპტოვალუტის მოპოვებაზე უარი თქვა.
CEO $251 მილიონის ღირებულების მაინინგ ფერმის აშენებას გეგმავს
კომპანიის გენერალური დირექტორი, რომელიც ბიუიტიდან (მონტანა) დასავლეთით დატა ცენტრის მშენებლობას აპირებს, ბიტკოინის ფასის ვარდნასთან დაკავშირებით, რომლის ფასიც $3200-მდე დაეცა, სულაც არ ღელავს. სინამდვილეში, Power BLock Coin LCC თანადამფუძნებელი აარონ ტილტონი თვლის, რომ ფასის ვარდნა ზოგიერთ მაინერს აწყობს კიდევაც.