თუ თქვენ გაქვთ ბიტკოინები დასახარჯათ, ამის გაკეთება ლონდონის ახალ პაბში სიამოვნებით შეგიძლიათ. კომპანია BrewDog-მა ახალი ობიექტი ლონდონის საქმიან კვარტალ კანერი-უორფზე გახსნა და ამ ბარის სტუმრებს გადახდა ბიტკოინების საშუალებით შეუძლიათ.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ლუდის ფასი ყოველდღე შეიცვლება ბრიტანეთის წამყვანი საფონდო ბირჟის FTSE 100-ის ინდექსის შესაბამისად. ბარის დახლის თავზე დაკიდებული იქნება ელექტრონული ტაბლო, რომელიც ბოლო დღის ვაჭრობის შედეგებს და ასევე ბიტკოინის ფასთა ცვლილებებს უჩვენებს.
კომპანია BrewDog-ის თანადამფუძვნებელი ჯეიმს უოტი ამბობს: “ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ ჩვენი ახალი ტექნოლოგიების მომართ მისწრაფებებით. ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ ლუდის შემთხვევაში, გავაკეთეთ ეს ჩვენს ბიზნეს-მოდელთან მიმართებაში. ახლა კი ვაფუძნებთ ლუდისთვის გადახდის ახალ საშუალებას. ჩვენი ბარი კანერი-უორფზე არის საგადასახადო რევოლუციის სიმბოლო!”
საბედნიეროდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ გაქვთ კრიპტოვალუტა, ამ დაწესებულებაში ნებისმიერი სხვა ტრადიციული გადახდის საშუალება შეგიძლიათ აირჩიოთ.
ასევე წაიკითხეთ
დამოუკიდებელი დეველოპერი MIcrosoft Excel-ის საშუალებით ბიტკოინის ტრანზაქციის პროგრამული უზრუნველყოფას ქმნის
ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის ბიტკოინის საკითხებში დამოუკიდებელმა მრჩეველმა პიერ რიჩარდმა, საკუთარ ტვიტერში განაცხადა, რომ Microsoft-სთვის სპეციალური პლაგინი შეიმუშავა, რომელიც მომხმარებელს ბიტკოინის გაგზავნის საშუალებას პირდაპირ ელექტრონული ცხრილების პროგრამიდან მისცემს.
კომპანიები Atari და Animoca ცნობილი ვიდეოთამაშების ბლოკჩეინ-ვერსიებს შექმნიან
ვიდეო თამაშების ფრანგული გიგანტი Atari-ი, ბლოკჩეინ-სტარტაპთან Animoca Brands ერთად მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი ორი ყველაზე პოპულარული თამაშის - Roller Coaster Tycoon Touch და Goon Squad ბლოკჩეინ-ვერსიები შექმნა.

