TRX/USD

გარდა იმისა, რომ ფასის ზრდა არ დემონსტრირდება, დათვებმა დაიწყეს მისი დაკლება 15 ოქტომბრის ნიშნულის ქვემოთ. გუშინდელი ფასის ვარდნა ასევე გვაჩენებს, რომ ჩვენი სავაჭრო გეგმა, TRX/USD-ს შესახებ, არასწორი იყო, რაც ისევ ნეიტრალურ პოზიციაში გვაბრუნებს. გაყიდვას ვურჩევდი აგრესიულ ტრეიდერებს, თუ ფასი 2 ცენტის მხარდაჭერის ხაზამდე მიაღწევს. სტოპები ისევ 2.4 ცენტის დონეზე მდებარეობს.
XMR/USD

ჩვენი წინამდებარე XMR/USD წყვილის ანალიზის თანახმად, ნეიტრალურები ვრჩებით. ვაჭრობის დასაწყებად ჩვენი პროვოცირება ორ ფაქტორს შეუძლია. პირველი, თუ ფასი 120$-ს გაცდება, ხარები ჩავარდნებზე შესყიდვებს დაიწყებენ. მეორე რიგში, თუ ფასი $100 ნაკლები იქნება, ეს დათვური იმპულსის დასაწყისი იქნება.
გუშინდელი დანაკარგების გათვალისწინებით, გასაკვირი არ იქნება, რომ ჩვენ დათვური ტრენდის გაგრძელება ვიხილოთ. ამგვარად, აგრესიულ ტრეიდერებს სტოპებით გაყიდვა $120 ნიშნულზე შეეძლებათ. პირველ სამიზნედ 100$, შემდეგ კი 70$ მიიჩნევა. კონსერვატიულმა ტრეიდერებმა კი ჯობია მოიცადონ, სანამ ფასი 100$-ის ქვემოთ არ დაეცემა. ამის შემდეგ მათი გაყიდვა $70-სა და $50-ის მიზნობრივ ფარგლებში შეეძლებათ.
მასალების მიხედვით https://www.newsbtc.com
ასევე წაიკითხეთ
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS, და Litecoin მიმოხილვა 03.12.2018-სთვის
ვთვლით, რომ წლის მინიმუმების კორექცია დასრულდა. ფასის შემცირების ახალი ტალღა გველის.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 06.12.2018-სთვის
გუშინ ბაზარი შევიწროვებადი კონსოლიდაციიდან დაუნ-ტერნდის მიმართულებით დაიძრა. დღეს ფასების შემცირება ახალ წლიურ მინიმუმებისკენ გაგრძელდება.

