უქმეების მოახლოვებასთან ერთად, ალტკოინების ბაზარი ნელა-ნელა შემცირებისკენ წავა და გვერდულ დიაპაზონში, უახლოეს მხარდაჭერებთან კონსოლიდირდება.
BCH/USD

გუშინ, კიდევ ერთმა დათვურმა ტალღამ ყვითელი დერეფანის ქვედა საზღვარი გაარღვია და Bitcoin Cash-ის ისტორიაში ახალი აბსოლუტური მინიმუმი დამრგვალებულ 350.00 USD ნიშნულზე დაამყარა. გახდება თუ არა ეს ბოლო მინიმუმი Bitcoin Cash-სთვის? - მას შემდეგ, რაც დღეს ღამე ფასმა 380 USD-ს მხარდაჭერასთან დაიწია, წყვილი კონსოლიდაციას ამ დონესთან ცდილობს. მაგრამ Bitcoin Cash-ის შემმუშაველბებს შორის ნდობის კრიზისი, წყვილის დათვური წნეხის ქვეშ დატოვებას ცდილობს და ვვარაუდობთ, რომ ფასი ახალ ისტორიულ მინიმუმზე დაეცემა.
XLM/USD

გუშინ, დღის პირველი ნახევარში, Stellar Lumen-ის ფასი იასამნისფერი დერეფნის საზღვრებში მცირდებოდა. მინიმუმის წერტილიდან 0.215 USD ფასმა აღდგენა დაიწყო, მაგრამ დღის ბოლომდე იასამნისფერი დერეფნის ზედა საზღვრის გარღვევა ვერ მოახერხა. დღეს ღამე, ეს წინააღმდეგობა გადაილახა და ამჟამად, Lumen-ი 0.252 USD წერტილში დამყარბეული ლოკალური მაქსიმუმის ოდნავ ქვემოთ კონსოლირდება. საერთო ტენდენციის მიმდევრობით, XLM-ს ფასმა შეიძლება დაიკლოს და დაბრუნდეს იასამნისფერი დერეფნის საზღვრებში.
EOS/USD

EOS-ის ფასის გუშინდელი შემცირება 4.290 USD-ზე შეჩერდა. ამ დონიდან წყვილი 4.600 USD მხარდაჭერასთან აღდგა, მაგრამ ამან EOS-ს მაინც არ მისცა საშუალება CoinMarketCap-ის კაპიტალიზაციის მიხედვით რეიტინგის მეხუთე საპატიო ადგილზე დაბრუნებულოყო. განსხვავება EOS-სა და XLM-ს შორის მინიმალურამდეა შემცირებული და EOS-სი თავისი ადგილის დამკვიდრებას ისევ შეეცდება. დღეს მოსალოდნელია წყვილის 4.400 USD მხარდაჭერასთან მიახლოება. ასევე შესაძლებელია უქმეებზე მერყეობა შემცირდეს და ფასი ამ დონესთან კონსოლიდირდეს.
LTC/USD

გუშინ, Litecoin-ის ფასმა წლის მინიმუმი 39.53 USD-ზე დაამყარა, ახლა კი ლაითის სანაცვლოდ 42 დოლის სივრცეში აღდგა, სადაც გუშინ შევიწროვებად დიაპაზონში კონსოლიდირდა. ვაჭრობის მოცულობა ჯერ მცირეა. ვვარაუდობთ, რომ მოახლოვებულ უქმეებზე ის მკვეთრად არ გაიზრდება და განაგრძობს ჯახირს ამ დერეფანში.
ასევე წაიკითხეთ
XMR-ისა და ADA-ს ანალიზი 08.11.2018-სთვის
გუშინდელი ზრდის გარკვეული შეზღუდვის მიუხედავად, საერთო ტრენდი ხარული რჩება და კვირის ბოლოსთვის ალტკოინების უმეტესი ნაწილის ფასი მაღალ პოზიციებზე უნდა დაიხუროს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ADA/USD ტრეიდერებს მხარდაჭერის დონეზე სტოპების დროს შეიძენენ.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 11.12.2018-სთვის
წლიური მინიმუმების განახლების შემდეგ, აღდგენის ფაზა ჯერ არ დასრულებულა. დღეს მიზნობრივ დონესთან ზრდას ველოდებით.

