მოხდება თუ არა ძირითადი დონეების მხარდაჭერის გარღვევა? როგორია მიმდინარე დონეების კორექციის ალბათობა?
BTC/USD

გუშინ BTC-ს ფასმა სამკუთხედის ქვედა ზღვარი გაარღვია, მაგრამ შემცირება 4132.60 USD მინიმუმზე შეჩერდა. გამოსავალი დათვური იმპულსის გარეშე მოხერხდა და ის არ გამოიყურება როგორც "ცრუ გარღვევა", არამედ, "გვერდულა დერეფნის გაფართოება". სხვა ალტკოინების დინამიკა ძალიან წააგავს მაცდურ გარღვევას, ამიტომ მინიმუმი განახლდა, სანამ ჯერ მნიშნელოვანი კორექცია არ არსებობს, ვერ ვიტყვით რომ ის "ყალბია".
თუ BTC-ის ფასის კლება გაგრძელდება და წყვილი საკვანძო 4000.00 USD მხარდაჭერას გაარღვევს, მაშინ დაუნ-ტრენდის ტენდენციაც გაგრძელდება და 3750.00 USD დონის რე-ტესტიც მოხდება.
თუ კი BTC-ის ფასი 4132.60 USD მინიმუმიდან აღდგება 4400.00 USD მხარდაჭერასთან, მაშინ ჩავთვლით, რომ გვერდული ტრენდი გაგრძელდება და კორექციას 5000.00 USD-მდე დაველოდებით.
XRP/USD

გუშინ RIpple-მა იასამნისფერი სამკუთხედის ქვედა ხაზი გაარღვია და მინიმუმი 0.388 USD წერტილში დაამყარა. 0.400 USD-ს მხარდაჭერა დაკლებას "შთანთქავს" და XRP-ს ფასი კორექციაში 0.408 USD ლოკალურ მაქსიმუმამდე აღდგება. ვვარაუდობთ, რომ ამ "ბატუტზე" წყვილის ფასი ცოტას ისე "იხტუნავებს", თითქოს შეუძლია ძალიან მაღლა ახტეს.
თუმცა, დიდი მოცულობა აღდგენის პარალელურად არ შეინიშნება და Ripple-ს თავდაჯერებულობა, რომ იგი ნულოვან (0.450 USD) დონეზე აღდგება, ძალიან სუსტია. დიდი ალბათობით, "ბატუტი" 0.400 USD-ზე ჩაიხევა და წყვილი 0.330 USD-მდე ჩავარდება.
ETH/USD
გუშინ Ethereum-მა 120 -ანი მხარდაჭერის გარღვევით, მინიმუმი 116.00 USD წერტილში დააფიქსირა, კორექციისას ETH-ს ფასი 124.00 USD მიდამოში აღდგა, მაგრამ ზრდა შემცირებული მოცულობის პირობებში ძალიან სუსტად გამოიყურება. პრინციპში, დათვებმა მიზნობრივ დონეს მიაღწიეს, მაგრამ შემობრუნებას ჯერ არ ჰგავს. შესაძლებელია, რომ უქმეებამდე ეთერეუმი კონსოლიდაციისთვის დიაპაზონს ირჩევს.
*ყველა ფასის მოცემულობა ბირჟა BitStamp-ის მონაცემების გამოყენებით.
ასევე წაიკითხეთ
ADA-ს და IOT-ის ანალიზი 14.11.2018-სთვის
ფონდ Cardano-ს თავმჯდომარემ მაიკ პარსონმა, თავისი თანამდებობა მას მერე დატოვა, რაც ჩარლზ ჰოსკისონმა და გენერალურმა დირექტორმა ემურგო კენ კოდამამ, თავიანთი იმედგაცრუება გამოთქვეს, ქსელის დაბალი წარმადობისა და ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობის შესახებ.
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin 14.12.2018-სთვის
დათვური ზეწოლა შესაძლოა ახლი ძალით აღდგეს, რაც წლიური მინიმუმების განახლებას გამოიწვევს. მაგრამ ჯერჯერობით ბაზარი მიმდინარე ფასების დონეზე კონსოლიდირებას ცდილობს.

