ამერიკული იურიდიული ფირმა Silver Miller-ი, რომლის სპეციალიზაცია კრიპტოვალუტური ინვესტიციებია, ინვესტორ ჯერემი სპენსს უჩივლა. ფირმის წარმომადგენლების განცხადებით, სპენსი კრიპტოვალუტურ პირამიდას მართავდა და ინვესტორები შეცდომაში შეჰყავდა.
საჩივარში ნათქვამია, რომ სპენსი ორგანიზაცია Coin Signals-ს ხელმძღვანელობდა, მომხმარებლებს ტელეგრამის და დისკორდის მეშვეობით იზიდავდა და აცხადებდა, რომ მან კრიპტოვალუტის საშუალებით დიდი ქონება დააგროვა. ის ინვესტორებს Coin Signals-ში სახსრების დაბანდების შემთხვევაში, დიდ მოგებას პირდებოდა, რომელსაც მისი, ვითომდა, კონტროლირებადი ჰეჯ-ფონდების ქსელები უზრუნველყოფდნენ.
ასეთი ხერხით სპენსმა საკმაოდ დიდი თანხა მოიზიდა და, თავის პოპულარობის პიკზე აცხადებდა, რომ ის $5 მილიონიან აქტივებს მართავს.
Silver Miller-ის პრეს-რელიზში ნათქვამია:
ჩვენ მოვითხოვთ, რომ სასამართლომ თაღლითური ორგანიზაცია Coin Signals-ის ყველა ინვესტიცია გააუქმოს; ინვესტორებს კუთვნილი კრიპტოვალუტა დაუბრუნოს; სპენს და მის თანამშრომლებს თაღლოთობითვის ფინანსური ჯარიმა დააკისროს და ასევე, სპენსის მიერ დაგროვილი აქტივების განკარგვის მინდობილობა გასცეს.
პრეს-რელიზის თანახმად, ფირმა კრიპტოვალუტურ სფეროში მოღვაწე მომხმარებლების უფლებებს იცავს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ბირჟების Coinbase და Kraken-ის, და ასევე პროექტების ICO, Tezos და Monkey Capital-ის წინააღმდეგ სარჩელები მზად აქვთ, რადგან ისინი თავიანთ პროდუქტებს მათ გამოშვებამდე უკეთებდნენ რეკლამას.
კრიპტოვალუტურ სფეროში თაღლითობა ჯერ კიდევ საკმაოდ პოპულარული რჩება. თავის დასაცავად მომხმარებლებმა ყველა პროექტი ორ ორჯერ უნდა გადაამოწმოს მიუხედავად იმისა, თუ რამდენად პროფესიონალურად გამოიყურება ვებ-გვერდი და რას წერენ ისინი საკუთარ თავზე.
მასალების მიხედვით www.cryptoglobe.com
ასევე წაიკითხეთ
$355 ათასიანი ძარცვის შემდეგ, მოსამართლემ განაჩენი Bithumb-ის სასარგებლოდ გამოიტანა
სამხრეთ კორეულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ბირჟა Bithumb-ის სასარგებლოდ მიიღო მას შემდეგ, რაც მომხმარებლის ექაუნთი გატეხეს და მან სასამართლოში $355 000 ზარალის კომპენსაციის მოთხოვნით იჩივლა.
Mt.Gox-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ოთხშაბათს, მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოვალუტური გადამცვლელის Mt.Gox-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის მარკ კარპელესისთვის, პროკურორებმა 10 წლით თავისუფლების აღვეთის განაჩენის გამოტანა მოითხოვეს.