ჩვენი „ტექნოლოგიის“ განყოფილებით, ჩვენ ვეხმარებით კრიპტო ენთუზიასტებსა და დეველოპერებს, პირველებმა გაიგონ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სიახლეები, თვალყური ადევნონ ბლოკჩეინის უახლეს განვითარებას, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და კრიპტო სიახლეებს. წაიკითხეთ განყოფილება „ტექნოლოგია“ ForkNews-ზე, რათა არ გამოტოვოთ უახლესი ტექნოლოგიების სიახლეები კრიპტოვალუტის სივრცეში.
ფინანსური გიგანტი Visa ციფრული აქტივების ბაზარზე გასვლას არ ჩქარობს. გადაცემა Mad Money-ის მსვლელობისას, რომელიც ეთერში CNBC-ზე გადის, Visa-ს გენერალურმა დირექტორმა ალფრედ კელიმ ციფრულ ინდუსტრიაში კომპანიის სამომავლო გეგმები განიხილა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში კრიპტოვალუტები Visa-სთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ კომპანია კრიპტოვალუტური ფუნქციების დანერგვისთვის მზადაა, თუკი ციფრული მონეტები მომავალში უფრო სტაბილური და გავრცელებული იქნება.
კონსოლიდაცია გრძელდება. ფასი ნელ-ნელა იკლებს
ფინანსური სარეიტინგო სააგენტომ Weiss Ratings-მა თავის ბოლო ანგარიშში 4 ტოკენი გამოყო და შეფასება „D“ (დაბალი) ან უფრო დაბალი მიუჩინა. სულ 111 კრიპტოვალუტა შეფასდა, ხოლო 48 მათგანმა დაბალი რეიტინგი დაიმსახურა.
ჰონკონგში ბაზირებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კრიპტოვალუტური გადამცვლელი OKEx-ი საკუთარ პლატფორმაზე რამდენიმე ათეულ სავაჭრო წყბილს წაშლის. შესაბამისი განცხადება კომპანიის საიტზე გამოქვეყნდა.
კრიპტოვალუტურ წყვილებში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეინიშნება. ალტკოინების ბაზარი გვერდულა დიაპაზონში აგრძელებს მოძრაობას, ფაქტობრივად, ყოველი მონეტის მოძრაობის შესახებ ერთი ფრაზით შემოვიფარგლებით.
ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის ბიტკოინის საკითხებში დამოუკიდებელმა მრჩეველმა პიერ რიჩარდმა, საკუთარ ტვიტერში განაცხადა, რომ Microsoft-სთვის სპეციალური პლაგინი შეიმუშავა, რომელიც მომხმარებელს ბიტკოინის გაგზავნის საშუალებას პირდაპირ ელექტრონული ცხრილების პროგრამიდან მისცემს.
Reddit-ის მომხმარებელმა - „nstran541“-მა განაცხადა, რომ აპლიკაცია WinMiner დახმარებით 4 დღის მანძილზე კრიპტოვალუტის გამომუშავების გზით მისმა შემოსავალმა $1.07 შეადინა. მაინერმა არ დააზუსტა, თუ კონკრეტულად რა მონეტას გამოიმუშავებდა, მაგრამ უკმაყოფილებას სხვა მომხმარებლებიც იზიარებენ, რადგან ამ ეტაპზე ელექტროენერგიის საფასური ბევრად აღემატება გამომუშავებული კრიპტოვალუტისგან მიღებულ მოგებას და ამის გამო ბევრმა მაინერმა კრიპტოვალუტის მოპოვებაზე უარი თქვა.
უქმეებზე ვაჭრობის მინიმალურმა მოცულობამ განაპირობა გვერდული ტენდეციის გაგრძელება. დღევანდელი ფასის შემცირება ასევე გვერდულა დიაპაზონის ჩარჩოებში გაგრძელდება.
შემოგვიერთდით