ტაივანელი მაინერი გვარად იანგი დააპატიმრეს და მთავრობამ ბრალად, კრიპტოვალუტაში 100 მილიონი იუანის ($14 500 00) არაკანონიერ მოპოვების გამო წაუყენა. იანგმა $3.2 მილიონის მოპარული ელექტროენერგია მაინიგისთვის გამოიყენა.
EBC News-ის ინფორმაციის თანახმად, იანგი მაღაზიებად შენიღბულ 17 მაინინგურ ცენტრს ტაოიუანის, სინბეისა და სინჩჟუს მუნიციპალიტეტებში მართავდა. იანგმა მაღაზიები იქირავა და მათ თოჯინების გასაყიდათა და ინტერნეტ-კაფეებად იყენებდა, ამავდროულად მაღაზიის სარდაფში კრიპტოვალუტას გამოიმუშავებდა.
ბრალდებულმა, სავარაუდოდ ელექტრიკოსები დაიქირავა, იმისთვის რომ ელექტროენერგიის მიწოდების მანიპულირება მოეხდინა სხვადასხვა მაღაზიაში, რისი წყალობითაც მას კრიპტოვალუტის მოპოვება უფასოდ შეეძლო.
მისი საქმიანობის გამოააშკარავება მას შემდეგ მოხდა, რაც ტაივანურმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია Taiwan Power-მა, იანგის მაღაზიის გაუმართავი ელექტრობის გამოკვლევის შემოწმების სამუშაოები ჩაატარა.
ტაივანურ საგამოძიებო ბიუროს უფროსის მოადგილემ ვან ჩჟიჩენმა აღნიშნა:
დამნაშავემ ელექტრიკოსები დაიქირავა, რომლებსაც მოახერხეს დაბეჭდილი მრიცხველების გატეხვა. ამის შემდეგ მან კერძო ხაზები უფასო ენერგიის მოხმარებისთვის დაიმატა.
По материалам blokt.com
Читайте также
Bitmain ფუნქცია Overt AsicBoos ხელმისაწვდომს ხდის
ჩინურმა მაინინგ კომპანიამ Bitmain განახლებული ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა გამოუშვა, რომელიც ბიტკოინ მაინერებს ფუნქცია Overt AsicBoost-ის აქტივაციის საშუალებას აძლევს. მისი მეშვეობით მუშაობის ეფექტურობა იზრდება და წარმოებაზე დანახარჯი მცირდება
მაინინგი მიტოვებულ გვირაბში
კომპანია Northen Bitcoin-ი მიწაში 350 მეტრის სიღრმეზე ჩავიდა, რათა რეკორდულად გააიაფოს Bitcoin-ის მაინინგი და გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის თეორია სრულად დაამსხვრიოს, რომელთანაც ის მიგვიყვანს.
