დღეს გუშინდელი დინამიური ზრდის გაგრძელება შესაძლებელია
BTC/USD
გუშინ, შუადღისთვის, მყიდველების აქტივობა შეიმჩნეოდა და ყიდვის მოცულობა საშუალოზე მეტი იყო. ამან ფასების ზრდა გამოიწვია და 3750.00 USD წინააღმდეგობის დონე გაარღვია. შემდეგ ფასის ზრდა ვაჭრობის მოცულობის დაწევის ფონზე მიმდინარეობდა და მაქსიმუმი 3970.00 USD წერტილში დაფიქსირდა, რის შემდეგ წყვილი 3888.00 USD მიდამოებში კონსოლიდირდა. დღეს ამ მიდამოებში კონსოლიდაცია გაგრძელდება, ხოლო, ახლო მომავალში, ზრდა შესაძლოა გაგრძელდეს. საქმე იმაშია, რომ რვასაათიან თაიმ-ფრეიმში ჩამოუყალიბებებლი პატერნის „თავი და მხრების“ შემჩნევა არის შესაძლებელი. თუ წარმოვიდგენთ, რომ BTC-ის ფასი გრაფიკზე ასახული ფორმის ფიგურას შექმნის, „კისრის“ დონის გაარღვევის და 5500.00 USD დონის წინააღმდეგობის დონის რე-ტესტის მაღალი შესაძლებლობაა.
ჩვენი ვარაუდით „კისრის“ დონე 4200.00 USD მიდამოებში მდებარეობს. თუმცა, „მარჯვენა მხარის“ დასასრულებლად წყვილმა 4000.00 USD დონზე ძლიარი წინააღმდეგობა უნდა გადალახოს. თუ წყვილი ამ დონის გარღვევას ვერ შეძლებს, ფიგურა „თავი და მხრები“ მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში დარჩება.
XRP/USD
ვაჭრობის საშუალო დონემ Ripple 0.340 USD მიდამოებში გააჩერა, მაგრამ მოცულობის ზრდის შემდეგ XRP ფასმა ნარინჯისფერ დერეფანში სწრაფი აღდგენა დაიწყო და 0.370 USD წინააღმდეგობა გადალახა, ამავდროულად მართკუთხედის ზედა საზღვარიც გატესტა. დღის პირველ ნახევარში ნარინჯისფერ დიაპაზონში კონსოლიდაცია გაგრძელდება და, თუ BTC/USD წყვილი „მარჯვენა მხარის“ ჩამოყალიბებით იქნება დაკავებული, XRP/USD ფასი 0.400 USD წინააღმდეგობას გაარღვევს, აპ-ტრენდის მწვანე დერეფნის ქვედა საზღვრის რე-ტესტის მიზნით. პასიური ბაზრის შემთხვევაში, როგორც ეს უქმეებზე ხდება ხოლმე, გვერდულა ხასიათი დღის ბოლომდე შენარჩუნდება.
ETH/USD
გუშინ ფიბოს 23.6% დონე (114.43 USD) დათვების წნეხს უძლებდა და, ბაზრის აქტივობის გაზრდის შემდეგ, ეთერის ფასი აპ-ტრენდის მწვანე დერეფანში ადვილად დაბრუნდა. თუ უქმეებზე ვაჭრობა მყიდველთა აქტიური მხარდაჭერით გაგრძელდება, Ethereum-ის ფასი 150.00 USD წინააღმდეგობის გარღვევას და ფიბონაჩის 61.8% (168.70 USD) დონის გატესტვასაც შეძლებს. თუ ტრეიდერებმა ეთერის ყიდვას საახალწლო საჩუქრების ყიდვა არჩიეს, მაშინ ETH/USD წყვილი საშუალო ფასების - 114 USD დონეს დაუბრუნდება.
ასევე წაიკითხეთ
ADA-ს და XMR-ს ანალიზი 13.11.2018-სთვის
ADA/USD-ს ზრდა დემონსტრირდება იმ დროს, როდესაც XMR/USD წყვილი 11 - 15 ოქტომბრის ნიშნულების საზღვრებში ვარირებს. როგორც უწინ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გაჭიანურებული კორექციის შემდეგ, დამაჯერებელი ფასის ზრდის მოლოდინში ვართ
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin-ის ანალიზი 12.11.2018-სთვის
ალტკოინების ფასი უქმეებზე გვერდულში შენარჩუნდა, დილით კი კლება დაიწყო. მხოლოდ Stellar Lumen-ი დარჩა აღმამავლობის დერეფანში. შეაკავებს თუ არა მხარდაჭერის დონე ფასების შემდგომ ვარდნას?