SWIFT GPI-ი RIPPLE NET-ის წინააღმდეგ

SWIFT GPI-ი RIPPLE NET-ის წინააღმდეგ

შეძლებს თუ არა SWIFT GPI-ი კორესპონდენციული ბანკინგის გადარჩენას, რომელიც RippleNet-ის საგადამხდელო სისტემის პოპულარობის გამო გაქრობის პირას არის მისული? ორივე სისტემას საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ფინანსური კორპორაციები უნდა შეეგუონ ბაზრის ახალ პირობებს, რომელიც მომხმარებელს უფრო იაფ, გამჭირვალე და სწრაფ საგადამხდელო გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

  SWIFT GPI-ის მთავარი უპირატესობა მის სიმსხვილეშია. საგადამხდელო სისტემის უზარმაზარ ქსელთან მსოფლიოს 11 000-ზე მეტი ბანკი თანამშრომლობს. SWIFT GPI-ი ეს უსაფრთხოებისკენ, გამჭირვალობისკენ და ტრანზაქციის დამუშავების სიჩქარისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ამჟამად საკუთარი სერვისებისთვის SWIFT GPI-ი 165 ბანკს იყენებს.

  SWIFT GPI-ს სამ საკვანძო ფუნქციას წარმოადგენენ:

  GPI ტრეკერი;

  GPI მიმომხილველი;

  GPI კატალოგი.

  ტრეკერი დამუშავებადი გადარიცხვებისთვის და გადახდებისთვის სრულ თვალყურის დევნას უზრუნველყოფს.

  GPI მიმომხილველი წევრების მიერ GPI წესების გათვალისწნებას აკვირდება, რომლებიც გამჭირვალე ტრანზაქციული გადახდების შესრულებისთვისაა საჭირო.

  GPI კატალოგი GPI წევრ ბანკების სრულ სიას შეიცავს და კორპორაციებს და ფინანსურ დაწესებულებებს ავტომატური დაგეგმარების მეთოდების გამოყენების საშუალებას აძლევს.

  SWIFT GPI-ის შემქმნელი ასევე ცდილობს გააუმჯობესოს ბაზრის ინფრასტრუქტურა შიდა და საერთაშორისო გადახდებს შორის თავსებადობის მიღწევისთვის.

  მეორეს მხრივ Ripple-ს გადანაწილებული რეესტრების ტექნოლოგიით არის შექმნილი და ILP პროტოკოლით გაფართოებული სტრუქტურა აქვს, რომელიც მასშტაბირების და თავსებადობის პრობლემების გადაჭრისთვის არის შემუშავებული. Ripple-ის პროდუქტთა ფართო არჩევანი მრავალი ტექნოლოგიისგან და საგადამხდელო სისტემისგან შესდგება - Ripple Net, xCurrent, ILP, xRapid, xVia. გადახდების დამუშავების სფეროში ეს ტექნოლოგიები რევოლუციურია და სწორედ ამიტომ განიხილება SWIFT-ის მონოპოლიის წინააღმდეგ მიმართულ მთავარ კონკურენტად. Ripple-ის საგადამხდელო სისტემის გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ ტრანზაქციის შესრულებას მხოლოდ ორიოდე წამი ჭირდება. მაშინ როდესაც SWIFT GPI-ის შემთხვევაში ეს ხანგრძლივობა 30 წუთიდან 24 საათამდე იზრდება.

  სწორედ Ripple-ის გამოჩენამ აიძულა SWIFT-ი ახალ საგადამხდელო სისტემებზე დაეწყო ფიქრი. აქამდე, კონკურენტის არარსებობის პირობებში, ყველა ნაკლსა და ხარვეზზე კომპანია უბრალოდ თვალს ხუჭავდა. ეს სასიხარულო ამბავი იქნება იმ საწარმოებისთვის, რომლებიც SWIFT GPI-ის არაეფექტური მუშაობის გამო ზარალდებოდნენ. SWIFT GPI და Ripple ორი განვითარებადი სფეროა საგადამხდელო სისტემების ბაზარზე, რომლებიც არსებული პრობლემების მოგვარებას განსხვავებული გზებით ცდილობენ. ამიერიდან, მსხვილ ფინანსურ დაწესებულებებს იმ კონკრეტული ტექნოლოგიის გამოყენება შეეძლებათ, რომელიც წარმატებული მუშაობისთვის უკეთ დააკმაყოფილებს მათ კონკრეტულ მოთხოვნებს.

  SWIFT-ის მონოპოლია სრულდება


მასალების მიხედვით https://finextra.com

ასევე წაიკითხეთ

22712018-10-17

BitPay-ი მომხმარებელთა შესაძლებლობებს აფართოვებს

კრიპტვალუტის საგადამხდელო სისტემის ოპერატორმა BitPay-მა, რომელიც მსოფლიოს 38-ზე მეტი სახელმწიფოს მომხმარებელს ბიტკოინსა და ბიტკოინ-ქეშში გადახდის მიღების საშუალებას აძლევს, ციფრული აქტივების ვოლატურობისგან საკუთარი კლიენტების დაცვის ზომებს მიიღებს.

გადახდის სისტემები
23762018-10-23

Visa ციფრული იდენტიფიკაციის პლატფორმას გაუშვებს

კომპანია Visa-მ ახალი ციფრული პროდუქტების დეტალები დააანონსა, რომელთა ჩაშვებაც 2019 წელს პირველ კვარტალში Visa B2B Connect-ის ფარგლებში იგეგმება.

გადახდის სისტემები

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან გადახდის სისტემები

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

52902018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
35142018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
27362018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
27132018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
24702018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain