ფინანსურ ბაზარზე ბევრი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც მომხმარებელს ფულადი გზავნილების განხორციელებას კრიპტოვალუტის გამოყენებით სთავაზობს. მიუხედავად ამისა, Western Union-ი აცხადებს, რომ მრავალწლიანი გამოცდილება, შეულახავი რეპუტაცია და საკითხის სიღრმისეული ცოდნა, მათ ამ ბაზარზე ლიდერებად აქცევს.
Western Union-ი ახალ ვიდეორგოლში განმარტავს, რომ მას, როგორც უმსხვილეს ტრანსსასაზღვრო გადახდების სამსახურს, მსოფლიოში „მილიარდობით საბანკო ანგარიშებთან“ აქვს წვდომა და, ასევე, მას „ნახევარმილიარდამდე რითეილ აგენტი“ ემსახურება. ეს მომენტები Western Union-ს საშუალებას მიცემს სახსრების გლობალურ მოძრაობისთვის შეუფერხებელ რეჟიმში იმუშავოს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე Western Union-ი ბლოკჩეინ ტექნოლოგიას არ იყენებს, კომპანია მრავალი წლის განმავლობაში მომხმარებელს სანდო და ეფექტურ სერვისს სთავაზობს. კომპანიის ხელმძღვანელი თვლის, რომ, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ტექნოლოგიას იყენებს კომპანია კონკრეტული დავალების შესასრულებლად, მომხმარებელი მხოლოდ საბოლოო შედეგს აფასებს. ტრანსსასაზღვრო გადახდების განსახორციელებლად მნიშვნელოვანია ტრანზაქციის საფასურის და მასზე დახარჯულ დროის განსაზღვრა. მომხმარებლისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუ რას ემსახურება კონკრეტულად ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა.
Western Union-მა ახალი ტექნოლოგიის გამოყენება უკვე განიხილა და კრიპტოვალუტური ტრანზაქციები კომპანია Ripple-თან ერთად შეაფასა. თუმცა, ტესტების დაწყებიდან რამოდენიმე თვეში, Western Union-ის ფულადი გზავნილების სამსახურმა განაცხადა, რომ კომპანია Ripple (XRP)-თან ერთობლივი ტესტების შედეგად კონკრეტული ფინანსური სარგებელი კომპანიას არ მიუღია.
თუმცა, ა.წ. ივლისში Western Union-მა უკვე თავად შეიტანა განაცხადი კრიპტოვალუტის საფუძველზე ახალი გადახდის სისტემის პატენტის მიღებაზე. ამ ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გლობალური გადახდის სისტემები ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტისკენ მიისწრაფვიან, რათა გზავნილების უსაფრთხოება, ლიკვიდობა და სისწრაფე უზრუნველყონ.
ასევე წაიკითხეთ
აშშ-ში კრიპტოვალუტური Visa ბარათი გამოჩნდება
ჰონკ-კონგური კომპანია, Crypto.com-მა, მანამდე ცნობილი როგორც Monaco-მ, ამერიკულ ბაზრისთვის ახალ VISA ბარათის გამოშვებას გეგმავს. VISA Crypto Card-ი რომლის გაშვებაც იგეგმება და მოგვცემს VISA-ს ქსელში კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებობას, ამჟამად ხელმისაწვდომი მხოლოდ სინგაპურის რეზიდენტებისთვის არის.
PayPal-ს კრიპტოვალუტა არ მოწონს, თუმცა იყენებს მას
მას მერე, რაც ციფრულმა ვალუტამ მასობრივი ხასიათი მიიღო, PayPal-ი და მსგავსი ონლაინ გადახდის სისტემები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ, ახლო მომავალში, „კრიპტამ“, შესაძლოა „მათ ბიზნეს მოდელს ბოლო მოუღოს“.