ისრაელის ცენტრალური ბანკის მმართველის მიერ 2017 წლის ნოემბერში შექმნილი, საკუთაარი კრიპტოვალუტის წარმოების მიზანშეწონილობის დასადგენად, კვლევითმა ჯგუფმა კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ცენტრალური ბანკები ციფრული ვალუტის წარმოებას და საგადასახო სისტემაში გადანაწილებული რეესტრების გამოყენებას განიხილავენ, მაგრამ არცერთ მოწინავე ეკონომიკას, ჯერ ციფრული ვალუტა ფართო გამოყენებისთვის, არ გამოუშვია. ჩვენ ისრაელის ცენტრალურ ბანკს არ ვურჩევთ, ახლო მომავალში საკუთარი კრიპტოვალუტა აწარმოოს. მოცემული სფერო შემდგომ დაკვირვებასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე განვითარების მონიტორინგს საჭიროებს, სანამ ციფრული ვალუტის წარმოების ღიღსეული საფუძველი არ გამოჩნდება.
ასეთი დასკვნები საბანკო სექტორისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდა, მათ შორის, ევროსაბჭოში, სადაც ცენტრალური ბანკების მიერ კრიპტოვალუტის გამოშვებას ხელი არ შეეეწყო.
ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ნაღდი ფულის პოპულარობა და რისკების სრული შეუფასებლობა, საკუთარი კრიპტოვალუტის არ წარმოების საკვანძო მიზეზები გახდა.
მიუხედავად ამისა, ჩინეთის ეროვნული ბანკი (PBoC), კანადის ბანკი, ტაილანდისა და სამხრეთ კორეის ცენტრობანკები, შვედეთის ბანკი, ჯერ კიდევ განიხილავენ საკუთარი ციფრული აქტივების გამოშვების შესაძლებობას.
მიმდინარე წელს, მთლიანობაში, ისრაელი კრიპტოვალუტის მიმართ პრაქტიკულ მიდგომას განაგრძობს. თებერვალში, უზენაესმა სასამართლომ ბანკებს მიზანმიმართულად აუკრძალა, კრიპტოვალუტურ კომპანიებთან. ყოველგვარი ურთიერთობა გაეგრძელებინათ.
მასალების მიხედვით cointelegraph.com
ასევე წაიკითხეთ
ვენესუელაში ბიტკოინის მიმართ ინტერესი ინფლაციასთან ერთად იზრდება
გასულ ხუთშაბათს ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლა მადურომ ხელფასები VES-ში (სუვერენული ბოლივარი) მაქსიმალურად - 150% გაზარდა და მისი Petro-თან მიმართებაში კურსი 3600-დან 9000-მდე გაიზარდა, რადგან ეს ორი ინდექსი ერთმანეთზეა მიბმული. ამასთანავე, Petro-თი გადახდები, მისი ფასის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში ბევრგან აუცილებელია.
ირანი: ციფრული რეალობა სულ უფრო ახლოსაა
როგორც ჩანს ვენესუელი მსგავსად, ირანელებმაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარების გზას დაადგნენ. ირანის კიბერსივრცის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის აბოლჰასან ფირუზაბადის განცხადებით: „კრიპტოვალუტური მაინინგი ეს ის დარგია, რომელიც ირანში აუცილებლად უნდა განვითარდეს“. მისი თქმით, კრიპტოვალუტურ სივრცეში მაინინგი ერთ-ერთი ძირითადი სფეროა. ამიტომაც უახლოეს მომავალში ციფრული ვალუტის მოპოვების ლეგალიზაციისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება.

