გასულ ხუთშაბათს ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლა მადურომ ხელფასები VES-ში (სუვერენული ბოლივარი) მაქსიმალურად - 150% გაზარდა და მისი Petro-თან მიმართებაში კურსი 3600-დან 9000-მდე გაიზარდა, რადგან ეს ორი ინდექსი ერთმანეთზეა მიბმული. ამასთანავე, Petro-თი გადახდები, მისი ფასის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში ბევრგან აუცილებელია.
ამ დაუფიქრებელმა ნაბიჯმა ბოლივარის 40% დევალვაცია გამოიწვია.
შედეგად, კვირის ბოლოსთვის, ადგილობრივ კრიპტობირჟა Localbitcoins-ზე BTC-ის ვაჭრობის მოცულობა $5 მილიონით გაიზარდა. ფინანსური კრიზისის მდგომარეობაში, ბევრი ბიტკოინსა და სხვა ციფრულ ვალუტებს ვენესუელის სიღარიბის დაღწევის საშუალებად მიიჩნევს.
სახელმწიფო კრიპტოვალუტა Petro-ც კი, რომელიც სახელმწიფომ კრიზისის დასაღწევად გამოუშვა, ისეთივე პოპულარულია, როგორც ბიტკოინი.
ქვეყანაში არსებული ნავთობის მარაგების მიუხედავად, ნავთობის ბარელის ფასის ვარდნის გამო, ვენესუელა სერიოზულ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. მოვლენების ასეთმა განვითარებამ, ინფლაციის უპრეცენდენტო დონე აჩვენა და, ექსპერტების ვარაუდით, ის 1600 %-იან ზრდას მიაღწევს.
ინფლაციის გამწვანებასთან ერთად, სუვერენული ბოლივარი უფასურდება: 100 VES ბანკნოტი მხოლოდ 2 ცენტს უდრის. კრიზისმა ბოლივარი ვენესუელაში გამოუსადეგარ ვალუტად აქცია, ხოლო ბიტკოინს მოსახლეობა სულ უფრო ხშირად იყენებს.
ასევე წაიკითხეთ
ყაზახეთი: ბლოკჩეინი უძრავი ქონების სფეროში თაღლითობას ამოძირკვავს
blockchain ტექნოლოგია შეიძლება ქმედითი და ეფექტური ინსტრუმენტი გახდეს უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის უფლებების გაყალბებასთან ბრძოლაში.
Stellar Lumen, EOS, Litecoin და Bitcoin Cash ანალიზი 17.12.2018-სთვის
უქმეებზე ალტკოინები, უმეტეს წილად, გვერდულ დიაპაზონში ინარჩუნებდნენ პოზიციას. თუმცა, ამ ეტაპზე, ხანმოკლე აღდგენის შემდეგ, დაუნ-ტრენდში მოძრაობა შეიძლება განახლდეს.
