Bloomberg-ის ინფორმაციით, უოლ-სტრიტი ნელ-ნელა კრიპტოვალუტის ბაზარს ტოვებს. მიუხედავად ბაზრის დაცემისა, დარეგულირების პრობლემებისა და თაღლითობის უამრავი შემთხვევებისა, გვეჩვენებოდა, რომ უოლ-სტრიტი კრიპტო-აქტივების ფასების აწევას შეძლებდა.
შარშან, როდესაც კრიპტო-ინდუსტრია თავის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობდა, ბევრი მსხვილი კომპანია კრიპტობაზრისადმი თავის ინტერესზე ღიად საუბრობდა. კომპანიებმა Goldman Sachs, Fidelity Investments და Barclays Bank Plc-მა თავიანთ ოფისებში კრიპტოვალუტის განყოფილებები შექმნეს, რომლებიც ბაზარს სწავლობდნენ და ამით ფინანსური სამყაროს მღელვარება გამოიწვიეს.
კომპანია Goldman Sachs-ი უოლ-სტრიტზე ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ბიტკოინ-ფიუჩერსებით დაინტერესდა და, გავრცელებული ჭორების თანახმად, საკუთარი კრიპტოვალუტური ბირჟის შექმნაზე მუშაობდა. საინვესტიციო ბანკმა Galaxy Digital-თან პარტნიორული შეთანხმება დადო და კასტოდიალური კომპანიის BitGo Holdings Inc.-ის B სერიის 57 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსების რაუნდს ჩაუდგა სათავეში, რითაც ცდილობდა თავისი კლიენტებისთვის კასტოდიალური მომსახურება გაეწია. გარდა ამისა, ბანკის წარმოებულმა ბიტკოინ-პროდუქტმა, დიდ პროგრესს ვერ მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკული ბანკი Citigroup Inc.-ი კრიპტოვალუტური პროდუქტი შეიმუშავა, რათა აქტივებით მმართველი ფირმების და ჰეჯ-ფონდების რისკები შეემცირებინა, რომლებსაც ისინი კრიპტოვალუტაში ინვესტირებისას ექვემდებარებიან. გეგმის თანახმად, პროდუქტი სახელწოდებით Digital Asset Receipt-ი, კრიპტოინვესტორებს ინვესტიციების კონტროლისთვის ინოვაციურ საშუალებას მისცემს და აქტივების ახალი კლასისადმი ნდობისა და ლეგიტიმურობის ასამაღლებელ ახალი დამატებითი დონით უზრუნველყოფს.
შემდეგ ჩვენ გვაქვს ბრიტანული ბანკი Barclays Inc., რომელმაც ბუმის დროს კრიპტოვალუტისადმი უდიდესი ინტერესი გამოიჩინა. ბანკმა კრიპტოვალუტური აქტივების ახალი ქვეგანყოფილება შექმნა, რომელსაც ტრეიდერები კრის ტირარი და მეთიუ ჯობი ჩაუდგნენ სათავეში. თუმცა, ბანკმა კრიპტოვალუტური პლატფორმის გახსნა ვერ მოახერხა და მისი მომავალი გახსნასთან დაკვშირებული ყველა ჭორი უარყო.
ანგარიშის თანახმად, უოლ-სტრიტის კრიპტობაზრიდან წასვლის ორი მიზეზი არსებობს - ფასების ვარდნა და ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის არარსებობა. 2018 წელმა კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაციიდან დაახლოებით 700 მილიარდი აშშ დოლარი იმსხვერპლა. ბაზრის დათვური ტენდენციების გამო ბევრი კრიპტოვალუტური კომპანია დაზარალდა, ბევრიც დაიხურა და მაინინგით დაკავებული ფირმები კი - ყოველდღიურად ზარალდებიან. რაც შეეხება დარეგულირების საკითხს, გავრცელებული აზრის თანახმად, ზუსტად ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის არქონა არის ის მიზეზი, რის გამოც ფინანსური სექტორის მსხვილი მოთამაშეები ამ ბაზარზე შემოსვლისგან თავს იკავებენ.
ასევე წაიკითხეთ
აშშ-ს საგადასახადო კრიპტოტრეიდერების შენჯღრევისთვის ემზადება
საბუღალტრო კომპანია NODE40, რომელიც ციფრულ ვალუტაში მიღებული შემოსავლების დაანგარიშებაზე ახდენს სპეციალიზაციას და ბიტკოინებში საგადასახადო ანგარიშვალდებულების მომზადებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერია, ელოდება, რომ აშშ-ს შიდა შემოსავლების სამსახური (IRS) რეკორდული რაოდენობის მოთხოვნებს გააგზავნის, რომელიც კრიპტოვალუტას უკავშირდება, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ უამრავი ინვესტორი საკუთარი ზარალის შესახებ გამოცხადებას გადაწყვეტს.
ტაილანდის მარეგულირებელი 9 საეჭვო კრიპტოაქტივის და ICO-ს შესახბ გაფრთხილებას ავრცელებს
ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ინვესტორებისთვის გამაფრთხილებელი ინფორმაცი გაავრცელა. გამოცემის თანახმად, ინვესტორები ფულს ისეთ მონეტეში აბანდებენ, რომლებსაც SEC-ი არ აღიარებს. ფინანსური მარეგულირებელი წერს, რომ ინვესტირებისთვის სარისკოა ისეთ ICO-ში მონაწილეობის მიღება, რომელსაც მასმედიის საშუალებებით არეკლამებენ და რომლებიც (SEC)-ის მიერ არ არის აკრედიტებული.